GE

ტესტების რვეულები „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან“

დიდი ხანია, არავინ კამათობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის მოსწავლეების ცოდნისა თუ უნარების სწორი დიაგნოსტიკა. მათი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა გვეხმარება უკეთ გავიგოთ რა გვჭირდება, საით მივმართოთ ჩვენი ძალები და ხელს გვიწყობს სწორად დავგეგმოთ სამომავლო მუშაობის მიმართულება.

სწორედ ამ მიზნით, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა ტესტების რვეულები სხვადასხვა საგნისთვის. სერია მომზადდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით და განკუთვნილია I, II, III, IV კლასელთათვის. სერია მოიცავს სამი საგნის (ქართულის, მათემატიკისა და ბუნების) სტანდარტების მიხედვით მომზადებულ რესურსებს და ადგენს თითოეული ამ მიმართულებით მოსწავლეთა შედეგებს, მათ საჭიროებებს. ტესტების რვეულები ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმის დასადგენად, მიღწეულია თუ არა გეგმით განსაზღვრული ესა თუ ის შედეგი. დავალებები ისეა შერჩეული, რომ შეძლებისდაგვარად სრულად შემოწმდეს შედეგის ინდიკატორები.

სასწავლო რესურსის უპირატესობა ისიცაა, რომ მისი გამოყენება შეუძლია შესაბამისი საგნის მასწავლებელს, იმის მიუხედავად, რომელ ავტორთა სახელმძღვანელოს იყენებს კლასში.

სსიპ – ბათუმის მეთხუთმეტე საჯარო სკოლის დირექტორი და დაწყებითი კლასების პედაგოგი ნინო მოდებაძე:

„ტესტების რვეულები ძალიან მეხმარება მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების, მათი ცოდნის დონის დიაგნოსტირებაში. ძალიან იშვიათია, უფრო სწორად, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი რესურსი, რომელიც სტანდარტის ყველა შედეგს შეამოწმებს სამ საგანში. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი კომფორტია ყველა მასწავლებლისთვის: ეროვნული სასწავლო გეგმა ჩვენი სამოქმედო დოკუმენტია, მოსწავლე მეტ-ნაკლებად ყველა შედეგზე უნდა გავიყვანოთ. ასეთი რესურსი საშუალებას იძლევა ადვილად შეძლო დიაგნოსტირება, დაგეგმო, გააგრძელო თუ შეცვალო შენი სწავლების სტილი. ტესტების რვეულები მნიშვნელოვანი სიახლეა იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი მარტივად ადგენენ თითოეული მოსწავლის საჭიროებას და ინდივიდუალური მიდგომისთვის გიხსნიან გზას. მსგავსი შესაძლებლობა კი იშვიათად, რომელიმე რესურსს ჰქონდეს. გარდა ამისა, ტესტები, ფაქტობრივად, მზა რესურსია შემაჯამებელი სამუშაოების შესასრულებლად. ეს კი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, მერწმუნეთ, უმნიშვნელოვანესია.

ამასთან, რვეულებში მოცემული დავალებები მრავალფეროვანი და სახალისოა.

ვფიქრობ, ტესტები არაჩვეულებრივი დამხმარე მასალაა მასწავლებლებისთვის და ბევრ ასეთ საინტერესო რესურსს ვისურვებდი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.“

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური