თითქმის ორწლიანი უმოქმედობის შემდეგ Erasmus+ -ის ეროვნულმა ოფისმა საქართველოში მუშაობა განაახლა
Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში იუწყება, რომ წარმატებით განაახლა მუშაობა და შერჩეულია პროგრამის ახალი დირექტორიც – მარიამ სულაშვილი.
ამ თანამდებობაზე მარიამ სულაშვილის შერჩევის შესახებ EDU.ARIS.GE ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს, ექსკლუზიურად წერდა.
29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საზოგადოებას მოუწოდებს თვალყური ადევნონ საინტერესო ახალ ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც მათი ცნობით, განახლებული მუშაობის ფარგლებში ამოქმედდება.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ Erasmus+-ის ეროვნულმა ოფისმა საქართველოში (NEO) წარმატებით განაახლა მუშაობა და დაბრუნდა. ყოვლისმომცველი ძიებისა და შერჩევის პროცესის შემდეგ, მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ქალბატონი მარიამ სულაშვილი დაინიშნა პროგრამის ახალ დირექტორად“, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამავე განცხადებაში Erasmus+-ის ეროვნული ოფისი ეხება ოფისის უფუნქციობის პერიოდს და მადლობას უხდის ამ პერიოდში გაწეული შრომისათვის ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს (EACEA), ევროპის დელეგაციას საქართველოში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
ამავე თემაზე:
Erasmus+-ის პროგრამის ოფისი საქართველოში უკვე მერვე თვეა არ ფუნქციონირებს – მიზეზები და შედეგები
-
ხიდები, რომლებსაც სიყვარული და სახელმწიფო ენა აშენებს – პირველი ქართული სექტორის ისტორიული ნაბიჯები ბოლნისში
by განათლებული ბლოგი
-
ვის ექნება დიპლომატიის აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კადრებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“
by ARIS.GE-განათლება