GE

უცხოური ენის პირველ სესიაზე ექვსმა აბიტურიენტმა დაიგვიანა

უცხოური ენის პირველ სესიაზე საქართველოს მასშტაბით დღეს 6-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა, რის გამოც ისინი 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს გამოეთიშებიან.

ამასთან, როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის და დღის ბოლომდე დაგვიანებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს უცხო ენაში ტარდება. აბიტურიენტები ინგლისურ და რუსულ ენებს აბარებენ. უცხო ენების გამოცდების პირველ დღეს საგამოცდო ცენტრებში 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. ხვალ კი აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურში, ფრანგულსა და გერმანულ ენებში ჩააბარებენ.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აფასებენ – საკითხები და კომენტარები პირველი სესიიდან

გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური