GE

უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია – საქსტატის უახლესი მონაცემები

„საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია“, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებიდან ირკვევა, რომელიც საქართველოში სამუშაო ძალის მაჩვენებლებს, დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ უახლეს ინფორმაციებს აერთიანებს. საქსტატის მონაცემები 2021 წლის პერიოდს ასახავს.

როგორც ირკვევა, ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად დასაქმებულები 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან და მათი უმუშევრობის მაჩვენებელი 52,2%-ს აღწევს, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 8,3%-ით არის გაზრდილი.

ასევე მაღალია უმუშევრობის მონაცემები 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდებშიც და 41%-ს აღწევს, რაც 2,7%-ით უფრო მაღალია ვიდრე წინა წლის უმუშევრობის მაჩვენებელი.
რაც შეეხება ქვეყანაში უმუშევრობის საერთო დონეს, ეს ციფრი 2020 წელთან შედარებით 2,1%-ით გაიზარდა და 20,6% შეადგინა.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური