რა ჩაანაცვლებს პედაგოგების შეფასებას ვიდეოგაკვეთილით – განათლების მინისტრის კომენტარი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქუთაისელ პედაგოგებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, გარე დაკვირვების კომპონენტის, ვიდეოგაკვეთლების სხვა ალტერნატივით ჩანაცვლების გზებზე ესაუბრა. შეხვედრაზე, რომელსაც მედიასაშუალებებიდან მხოლოდ EDU.ARIS.GE ესწრებოდა, ჯეჯელვამ აღნიშნა, რომ მასწავლებლების უმრავლესობას არ ეკომფორტულება ვიდეოკამერასთან გაკვეთილის ჩატარება. შესაბამისად, როგორც ცნობილია, მათ აღარ ექნებათ ვალდებულება ვიდეოგაკვეთილის ჩატარების, თუმცა, მათ საგაკვეთილო პროცესს სხვა კლასების მასწავლებლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები დაესწრებიან.
“ჟურნალისტებმა მითხრეს – აჰა ხომ გააუქმეთ ვიდეოგაკვეთილები? მე ვუთხარი – არ გავაუქმე. აბა მოგწონს? – არ მომწონს, ვაპირებ, რომ ალტერნატივები გავაჩინო.
ფაქტია, რომ საქართველოში მასწავლებლებს კამერასთან მუშაობა არ ეკომფორტულებათ. როცა მუშაობს კამერასთან და ამას თან უმატებენ, რომ ნახე შენ ამას ვინ უყურებს – კიდევ უფრო საშინელი შედეგი აქვს. ამიტომ, ალტერნატიულ გზებზე დავიწყეთ ფიქრი. მაგალითად, შესაძლოა, გაკვეთილებს დაესწრონ მასწავლებლები სხვა კლასებიდან და ასევე წარმომადგენლები ადგილობრივი განათლების რესურსცენტრებიდან,“-განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრმა ამ კონტექსტში ისაუბრა ვიდეოგაკვეთილის, როგორც მექანიზმის ეფექტურობასა და იმაზე, თუ რამდენად რეალურად ასახავს ვიდეომასალა მასწავლებლის უნარ-ჩვევებს გაკვეთილის ჩატარების პროცესში.
„შევკრიბე ჩემი კოლეგები და ვუყურეთ ერთად რამდენიმე ვიდეოგაკვეთილს. რომ დავამთავრეთ ამის ყურება ვკითხე მათ – ახლა მითხარით, ეს ადამიანი ჩვეულებრივ როგორ გაკვეთლს ატარებს? მითხრეს რომ „არ ვიცით“. ე.ი ჩვენ შევქმენით მექანიზმი, რომელიც არაფერზე არ მოქმედებს.
იცით როგორი შემთხვევები გვაქვს? დილას ათზე დაიბარა კლასი მასწავლებელმა და საღამოს ათამდე იღებდნენ გაკვეთილის დუბლებს. საღამოს 22:00 საათზე დახოცილი მოსწავლეები დაფენილი არიან კლასში. აღარ შეუძლია აღარავის.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამეა. ერთ-ერთი ამერიკული კვლევაა, სადაც გამოიკვლიეს სიკვდილის გეშინიათ თუ არაო? ამერიკელების 42 %-ს ეშინია სიკვდილის. ხოლო კამერის ეშინია 78%-ს. ანუ სიკვდილზე უფრო საშიში აღმოჩნდა კამერა.
მე მასწავლებლებმა მომწერეს ფეისბუქზე, რომ ჩვენ მოგვწონს ვიდეოგაკვეთილები. მე ვეუბნები, რომ ვისაც მოგწონთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ეს არ ამოვარდება სქემიდან და სურვლის მიხედვით ექნებათ მასწავლებლებს უფლება, ჩაატარონ გაკვეთილები ვიდეოთვალით ან მის გარეშე,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებთან შეხვედრისას.
რას ამბობს მაია მიმინოშვილი პედაგოგთა ვიდეოგაკვეთილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით
მინისტრი: სხვა ცვლილებებთან ერთად, პედაგოგებისთვის ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება
მინისტრი: „მაგარ შარში ვართ, ხალხო, ისეთი სასწავლო გეგმა გვაქვს, შეუძლებელია კარგად ასწავლო“
რას გეგმავს განათლების მინისტრი მასწავლებლებისთვის დამატებითი შემოსავლის გასაჩენად
რა ცვლილებებს გეგმავს განათლების მინისტრი სკოლის სისტემაში და საგაკვეთილო პროცესში
თეონა გიორგაძე – ქუთაისი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება