GE

ვინ მიდის და ვინ რჩება – განათლების მინისტრის ახალი მოადგილეების ვინაობა ცნობილია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ქეთევან ნატრიაშვილი, რომელიც პირველ მოადგილეობასთან ერთად სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, თანამდებობას ტოვებს და პროფესიული განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გახდება. ქეთევან ნატრიაშვილი კი მიხეილ ბატიაშვილის მრჩეველის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

მინისტრს ახალი მოადგილე ეყოლება ზოგადი განათლების მიმართულებით. ამ სფეროს კურატორი, ლია გიგაურის ნაცვლად, მასწავლებლის სახლის, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი ირინა აბულაძე იქნება.

მოადგილის პოსტებს ინარჩუნებენ თეიმურაზ მურღულია და ალექსანდრე თევზაძე. ამასთან, კიდევ ერთი მოადგილე მიხეილ ბატიაშვილს კულტურის სამინისტროდან ეყოლება და ეს არის ლევან ხარატიშვილი. სპორტის მიმართულების კუთხით მოადგილის პოსტს კი შალვა გოგოლაძე დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რომლის ფარგლებში მოსალოდნელია კადრების შემცირებაც.

მოადგილეების ბიოგრაფიების კატეგორია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ–გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური