GE

წერეთლის უნივერსიტეტმა სტუდენტების კარიერული წინსვლის ხელშესაწყობად მორიგი მემორანდუმი გააფორმა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრეატიული, ციფრული სააგენტო “კრაკენის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

შეხვედრაზე ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული სტუდენტები რეალურ “ქეისებზე” დაყრდნობით გაეცნენ საქმიანობის სპეციფიკას, იდეების განხორციელების მეთოდებსა და ხერხებს, ჩაერთნენ კრეატიული დავალებების შესრულებაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური