„ზოგადი განათლების დონეზე უამრავი ცვლილება გვჭირდება“ – ირაკლი კობახიძე
განათლება ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც მთავრობას განსაკუთრებული გეგმები აქვს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 სექტემბერს განაცხადა და მინისტრ გივი მიქანაძეს წარმატებები უსურვა.
ირაკლი კობახიძეს ისევ არ დაუკონკრეტებია უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის წარდგენის ზუსტი დრო, თუმცა აღნიშნა, რომ ცვლილებები არამხოლოდ უმაღლეს განათლებაში გველის.
“დარწმუნებული ვარ, განათლებაში გვექნება სერიოზული წინსვლა. გვაქვს ამბიციური გეგმები, ჰანათლების ამბიციური რეფორმა გვაქვს დაგეგმილი არა მხოლოდ უმაღლესი განათლების დონეზე, არამედ ზოგადი განათლების დონეზეც გვჭირდება უამრავი ცვლილება და ერთობლივი მუშაობით ყველაფერს წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი განათლების დაფინანსების 2 ფორმა – რა შესრულდა და რა იგეგმება სამთავრობო პროგრამით
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება