GE

ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პროგრამაში მონაწილე გუნდებისთვის სერიულმა ანტერპრენერმა და სტარტაპ VRex Immersive-ის დამფუძნებელმა ლექცია წაიკითხა

26 დეკემბერს ექსკლუზიურად ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პროგრამაში მონაწილე გუნდებისთვის სერიულმა ანტერპრენერმა და სტარტაპ VRex Immersive-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ გოგოჭურმა წაიკითხა ლექცია თემაზე: ,,ესაუბრე ბაზარს“.

შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, განიხილეს სტარტაპერებისთვის საინტერესო საკითხები. სტუმარმა სტარტაპერებს მენტორინგი გაუწია და პირად გამოცდილებაზე დამყარებული ცოდნა გაუზიარა.

აღსანიშნავია, რომ VRex Immersive პირველი სტარტაპკომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას ვირტუალური რეალობის გამოყენების საშუალებას აძლევს.

პრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (ჯიტა) და აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის ,,Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia” მხარდაჭერით.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული 9 გუნდი გაივლის 10-კვირიან ინტენსიურ პრე-აქსელერაციას და საშუალება ექნებათ, განავითარონ ბიზნესიდეა, შექმნან ხელშესახები პროდუქტი და გავიდნენ ბაზარზე.

პრე-აქსელერაციის პროგრამაში ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დონის მენტორები.

პროგრამა აგებულია ევროპის ყველაზე გამოცდილი B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური