GE

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 28 053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

2015 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 40 000 აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 053 გახდა. ამის შესახებ შეფასებსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე გამოქვეყნდა და ინფორმაციის ნახვა ყველა აბიტურიენტებს შეუძლია.

რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, ჩარიცხულთაგან გრანტი 6555-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

,,ამჟამად უკვე ყველა აბიტურიენტს აქვს ინფორმაცია სად ჩაირიცხა და აიღო თუ არა სახელმწიფო გრანტი. როგორც ცნობილია, რეგისტრირებული იყო 40 000 აბიტურიენტი. თუმცა ზოგი გამოცდების დაწყებამდე გამოეთიშა კონკურსს, რადგან სკოლის გამოცდები ვერ ჩააბარა. საერთო ჯამში 39 000 აბიტურიენტი იღებდა მონაწილეობას კონკურსში. აქედან კი 28 053 გახდა სტუდენტი. სახელმწიფო გრანტი (50%-იანი, 70%-იანი და 100%-იანი) მოიპოვა 6555 აბიტურიტმა. რაც შეეხება უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხულ აბიტურიეტებს, მათი რაოდენობას, 3700-ზე მეტია,” – განაცხადა მაია მიმინოშვილმა

მისივე თქმით, სახელმწიფო დაფინანსებით უმაღლეს სასწავლებელში მთლიანობაში 10 000-მდე სტუდენტი ისწავლის. ამ რაოდენობაში იგულისხმება როგორც უფასო ფაკულტეტზე მოხვედრილი აბიტურიენტი, ისე ის აბიტურიენტები, რომელთაც გრანტი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს.

რაც შეეხება უნივერსიტეტებში დარჩენილი ვაკანტურ ადგილებს, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 44 000 ადგილიდან 18 849 თავისუფალი დარჩა. მიმინოშვილის თქმით, ყველაზე მეტი სტუდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და აქ მხოლოდ 225 ვაკანტური ადგილი დარჩა. 

„ჯავახიშვილში საკონკურსო ადგილების რაოდენობა იყო 3881, ვაკანტური დარჩა 225. აგრარულში 420 ადგილი იყო გამოცხადებული, არცერთი ადგილი არ დარჩა ვაკანტური, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 705 ადგილი იყო გამოცხადებული და არცერთი ადგილი არ დარჩა ვაკანტური, შინაგან საქმეთათა სამინისტროს აკადემიაში გამოცხადებული იყო 110 ადგილი არცერთი არ დარჩა ვაკანტური, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში 453 ადგილიდან მხოლოდ 2 ადგილი დარჩა ვაკანტური. ილიაში 2667 ადგილი იყო და 208 დარჩა ვაკანტური“, – განაცხადა მიმინოშვილმა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2015

იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს

მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით გამოქვენდა – გამოცდები 2015

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური