GE

რა ცვლილება შევიდა მასწავლებელთა გამოცდის ქართულისა და უცხოური ენის ტესტებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია და განმარტება პრაქტიკოს მასწავლებელთა პროფესიული გამოცდის ტესტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალ სისტემაზე გადასვლა გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს. კერძოდ, გადაწყდა, რომ საგნობრივი საგამოცდო ტესტებით აღარ შემოწმდება საგნის სწავლების მეთოდიკა; ეს კი, თავის მხრივ, საგამოცდო ტესტის გარკვეულ სახეცვლილებასაც იწვევს. ამიტომაც პედაგოგების გამოცდებისათვის განკუთვნილი ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში 2016 წლის ივლისის გამოცდაზე განსხვავებული ფორმატის იქნება:

ქართული ენა და ლიტერატურა

ტესტის ჯამური ქულა 80-ის ნაცვლად იქნება 70: ტესტის პირველ ნაწილს (ქართული ენა) მოაკლდა 3 ქულა და, ამდენად, ამ ნაწილის მაქსიმალური ქულა 35 იქნება. ტესტის მეორე ნაწილი (ქართული ლიტერატურა), რომელიც მხოლოდ არჩევითი კითხვებისგან შედეგება (ანუ ყველა კითხვას თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი), 20-ქულიანი იქნება (წინა წლებში ის 12-ქულიანი იყო). ამას მოსდევს ტესტის მესამე ნაწილი (წაკითხულის გააზრება), რომელიც მოიცავს არასაპროგრამო მხატვრულ ტექსტსა და 11 დავალებას. აქედან 10 ერთქულიანი არჩევითი კითხვაა, მე-11 დავალება კი 5-ქულიანი ღია კითხვა, რომელიც მოითხოვს მსჯელობას ამ მხატვრული ტექსტის მთავარი სათქმელისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების შესახებ.

ახალი ფორმატის საგამოცდო ტესტის ნიმუში და უკანასკნელი (41-ე) დავალების შეფასების კრიტერიუმები

უცხოური ენების პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნობრივი ტესტის ახალი ფორმატი

2016 წლის ზაფხულის სესიის უცხოური ენების მასწავლებლის ტესტი შედგება კითხვის,
მოსმენის, წერის და ლაპარაკის დავალებებისაგან. შესაბამისად, ტესტი ენობრივი
კომპეტენციის შესამოწმებელი ტესტია. ტესტის ენობრივი სირთულის დონე არის B2
(საშუალოზე მაღალი). ტესტში არის როგორც დახურული. ისე ღია სახის საკითხები.
მოთხოვნები შეესაბამება მასწავლებლის სტანდარტს.

გასულ წლებთან შედარებით ტესტში არის რამოდენიმე სიახლე, კერძოდ:

1. ამოღებულია მეთოდიკის საკითხები.
2. დამატებულია წერის დავალება, რომელიც გულისხმობს მოცემული ინფორმავიის
გათვალისწინებით სამოტივაციო წერილის დაწერას (იხ. ტესტის ნიმუში, მე-7 დავალება).
3. კითხვის ზოგიერთ დავალებაში გაზრდილია ან შემცირებულია საკითხების რაოდენობა
(იხ. ტესტის ნიმუში, დავალებები 3, 5, 6). შეცდომების გასწორების დავალება უშუალოდ
უკავშირდება რა ტექსტის გაგებას, ტესტის კითხვის ნაწილშია გაერთიანებული.
4. ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულა არის 90; შეცვლილია როგორც მთლიანი ტესტის
გამსვლელი ქულა, ისე შიდა ბარიერები ტესტის კითხვის და წერის ნაწილებში.

მთლიანი ტესტის სტრუქტურა შემდეგია:

მოსმენა: 2 დავალება; მაქსიმალური ქულა 16
კითხვა: 4 დავალება; მაქსიმალური ქულა 36
წერა: 2 დავალება; მაქსიმალური ქულა 22
ლაპარაკი: 3 დავალება; მაქსიმალური ქულა 16

cxrili2

გამოცდა რომ ჩაბარებულად ჩაითვალოს მასწავლებელს გადალახული უნდა ჰქონდეს 5- ვე მოთხოვნილი ზღვარი: მთლიანი ტესტის, მოსმენის, კითხვის, წერის და ლაპარაკის ნაწილებში.

cxrili

მასწავლებელთა საგნის გამოცდის ტესტების ელექტრონული ვერსიები

2016 წლის მასწავლებელთა საგნის გამოცდის პროგრამები და დამხმარე მასალები საგნების მიხედვით

პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო დღეს არსებულზე უკეთ მომზადებული პედაგოგების მიღებას გეგმავს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური