GE

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლაშა ბუღაძე

როგორ უნდა გავხადოთ დასვენება სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო, უნდა ვიკითხოთ თუ არა და რა უნდა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე, Aris.ge-განათლების რუბრიკის სტუმარია მწერალი ლაშა ბუღაძე:

„როცა ფიქრობენ, რომ უნდა წაიკითხონ ზაფხულის არდადეგებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მერე აღარ კითხულობენ სხვა დროს. ზაფხულის არდადეგები რაღაც სახადივითაა. კითხვა ისეთი ტიპის ინსტინქტი უნდა იყოს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად უნდა იქცეს. თუ ადამიანს პრეტენზია აქვს იყოს უფრო განათლებული, იცოდეს ბევრი სამყაროსა და თავისი თავის შესახებ, რა თქმა უნდა, უნდა იკითხოს ბევრი და არა მხოლოდ არდადეგებზე. ზაფხულიც უნდა გამოვიყენოთ წასაკითხად, რა თქმა უნდა. ადამიანი ერთ წიგნთან რომ მივა ის მეორესთან მიიყვანს“, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

გთავაზობთ მწერლის მიერ შემოთავაზებული საკითხავი ლიტერატურის ნუსხას:

  • ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“
  • ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“
  • დოსტოევსკის შემოქმედება
  • ანტონ ჩეხოვის შემოქმედება
  • დათო ტურაშვილის „ამერიკული ზღაპრები“
  • თამთა მელაშვილის „გათვლა“
  • აკა მორჩილაძის „ძველი გულებისა და ხმლისა“

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გურამ დოჩანაშვილი

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დათო ტურაშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დავით დეფი

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური