GE

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვინაობა დღეს უნდა გაირკვეს  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დღეს უნივერსიტეტის რექტორი უნდა აირჩიოს. კანდიდატები არიან: გია შარვაშიძე, გია ბარამიძე და ცირა ბარამიძე.

როგორც EDU.ARIS.GE –ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დილის 10:00 საათიდან, ეტაპობრივად მიმდინარეობს კანტიდატებთან გასაუბრების პროცესი. ამ წუთებში აკადემიური საბჭო რექტორობის ერთ–ერთ კანდიდატის, ყოფილი პროფესორის გიორგი ბარამიძისგან ისმენს უნივერსიტეტის განვითარების მისეულ კონცეფციას.

მის შემდეგ დაგეგმილია გასაუბრება პროფესორ ცირა ბარამიძესთან და ყველაზე ბოლოს აკადემიური საბჭი მესამე კანდიდატს განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია შარვაშიძეს მოუსმენს.

სამივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, აკადემიური საბჭი ერთსაათიან შესვენებას გამოაცხადებს, სავარაუდოდ 2 საათისთვის კი, საბჭო კანდიდატებისთვის კენჭისყრის მიზნით ისევ შეიკრიბება.

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმათა 50% + 1 რაოდენობას ვერ მოაგროვებს, რაც აკადემიური საბჭოს 36 წევრის 19 დადებით ხმას ნიშნავს, ამ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური, რომელიც დღესვე, პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 საათში გაიმართება. მეორე ეტაპზე ხმის მიცემა მხოლოს პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებზე მოხდება. ხოლო, თუ გამარჯვებულის გამოვლენა ვერც მეორე კენჭის ყრის შემდეგ ვერ მოხდა, ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

რა გეგმებით მიდიან თსუ–ის რექტორობის კანდიდატები უნივერსიტეტში

რა მოლოდინი აქვს განათლების მინისტრს თსუ–ის რექტორის არჩევნებთან მიმართებაში

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური