GE

„ასწავლეთ თქვენს შვილებს, რომ საატესტატოს გამოცდების ვერჩაბარება სამყაროს დასასრული არ არის…“

მე–11 კლასელთა საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა 15%–ის ჩაჭრის თემამ მოსწავლეებსა და მშობლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ ფიზიკა მოსწავლეს არ სჭირდება ამ საგნის ჩაბარება არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი მომავალში. მეორე პოზიციით კი, 5.5 მინიმალური ბარიერის გადალახვა გამოცდაზე ყველა მოსწავლემ უნდა შეძლოს და თუ ეს არ შეუძლია, ვერც მომავალში იქნება წარმატებული.

ფოთის საჯარო სკოლის პედაგოგი ამ საკითხს ეხმიანება და მოსწავლეთა მშობლებს მიმართავს.

“ცუდი იცით რა არის?…ბავშვებს პატარაობიდან აქვთ ჩანერგილი რომ აუცილებლად სკოლა უნდა დაამთავრონ, აუცილებლად უმაღლეს სასწავლებლებში წავიდნენ…რათქმაუნდა უმეტესწილად თბილისში…რას ქვია პროფესია…რა სისულელეა, რა სირცხვილია, მე ეკონოიურზე უნდა ვისწავლო, მე მენეჯმენტი უნდა ვისწავლო და ა.შ…ეს სისტემაც ისე მოწყობილი უმეტესობა აბარებს ეროვნულ გამოცდებს, ხდება სტუდენტი, მათი ნაზხევარი სწავლის ფულს კაზინოებში ხარჯავს, გოგონები იმიტომ მიდიან იქ რომ თავისუფლება უნდათ…უმრავლესობა ამთავრებს და დიპლომს იღებს…დაამტავრა ერთ წელიწადს დაახლოებით 3 ათასმა, მეორე წელიწადსაც, მესამე წელიწადსაც…ისმის კითხვა: ვის უნდა ამდენი დიპლომიანი, არაა ხალხო ამდენი სამუშაო ადგილი, ფიზიკურად არაა…. და ამის პარალელურად სანთლით საძებარია მაგალითად ავტომობილის ელექტრიკოსი, შწემდუღებელი, მხატვარი…
ხალხნო, ასწავლეთ თქვენს შვილებს ის, რომ საატესტატოს გამოცდების ვერჩაბარება სამყაროს დასასრული არ არის… ასწავლეთ ბავშვებს პროფესია, შეაყვარეთ. პროცენტის გამოთვლა რომ არ იცის და არც ერთ უცხო ენაზე კითხვა და თარგმნა, იმან რატომ უნდა დაამთავროს სკოლა და რატომ უნდა გახდეს სტუდენტი გამაგებინეთ!!!”, – წერს პედაგოგი.

მე–11 კლასის ფიზიკის საატესტატო გამოცდაში მოსწავლეთა 15% ჩაიჭრა

საატესტატო გამოცდებზე 11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა – ალექსანდრე ჯეჯელავა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური