GE

აწსუ-ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გამოცდის მოთხოვნები და ადგილების რაოდენობა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტი წერს სამოტივაციო წერილს.

სამოტივაციო წერილი – მაქსიმალური ქულა 100. დადებითად შეფასების მინიმალური ზღვარია 51 ქულა.

სამოტივაციო წერილი შინაარსობრივად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • რატომ გსურთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, თქვენი მიზნები;
  • რატომ აირჩიეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • რის მიღწევა გსურთ 3-5 წლის განმავლობაში;
  • როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნას დარგში;
  • არჩეულ სფეროში აღწერეთ ერთი პრობლემა და მისი გადაჭრისთვის წარმოადგინეთ თქვენეული გადაწყვეტილება;

აღწერეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ძირითადი მახასიათებლები და წარმოადგინეთ თქვენეული ხედვა.

გაანალიზეთ მოცემული ტექსტი და წარმოადგინეთ თქვენეული ხედვა.

სამოტივაციო წერილის შეფასების კრიტერიუმები:

თითოეული კრიტერიუმის ფარგლებში, მაქსიმალური შეფასებაა 5/10 ქულა. შეფასებები ჩაიშლება სამოტივაციო წერილის შესრულების ხარისხის მიხედვით.

იხილეთ სამოტივაციო წერილის შეფასება

იხილეთ ადგილების რაოდენობა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური