GE

„ბაღის აღმზრდელის ხელფასი 2027 წელს 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს უნდა გაუთანაბრდეს“

საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება 2027 წელს 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის დაგეგმილია, რომ აღმზრდელის ხელფასი უნდა გაუთანაბრდეს იმ დროისათვის ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს.

2026 წლის აგვისტოში დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ, რომ აღმზრდელების ხელფასი: 2021 წელს საბაზისო იყო 336 ლარი. ახლა მთავრობის მიზანია 2027 წლისთვის გაიზარდოს 20%-ით.

“ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება: საბაზისო მაჩვენებელი (2021 წელი): 336 ლარი (იმ დროისთვის ქვეყანაში ეროვნული საშუალო ხელფასი იყო 844 ლარი). შუალედური სამიზნე (2027 წელი): საშუალო თვიურ ხელფასზე 20%-ით ზრდა. საბოლოო სამიზნე (2030 წელი): საშუალო თვიურ ხელფასთან გათანაბრებული”, – ვკითხულობთ 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაში.

ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის მიზანია, რომ 2030 წლისთვის ბაღის აღმზრდელის ხელფასი აღარ იყოს ფიქსირებული მცირე თანხა, არამედ გაუთანაბრდეს იმ პერიოდისთვის ქვეყანაში არსებულ საშუალო თვიურ ანაზღაურებას.

ასევე იხილეთ:

„ანაზღაურება სულ რაღაც 576 ლარია, დიდი ნაწილი წამლებში მიგვდის“ – სკოლის დამლაგებლების სათქმელი და ხელფასების მატების მოლოდინი

სკოლის დამლაგებლების, ექიმებისა და ბაღის აღმზრდელთა ხელფასის მატება პარლამენტში დეპუტატებმა მოითხოვეს – ფინანსთა მინისტრის დამაიმედებელი პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური