„დიდი სამუშაოები ჩატარდება, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები მაქსიმალურად იყოს მორგებული სახელმწიფო ინტერესებზე“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ, დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა და განათლების სისტემაზეც ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. მსგავსად უყურებს პრემიერ-მინისტრი განათლების მნიშვნელობასაც.
“განათლების სისტემის განვითარება, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ზუსტად ისევე, როგორც ეკონომიკაზე, განათლებაზეც შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც ძლიერია განათლების სისტემა იმდენად ძლიერია სახელმწიფო და აქედან გამომდინარე, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სფეროს განვითარებას”, – თქვა მან.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შექმნისა და ეროვნული სასწავლო გეგმის განახლების კონტექსტში საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სასკოლო სახელმძღვანელოებზე.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილ იქნა არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები და ამ მიმართულებითაც, მომავალი წლების განმავლობაში ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს სახელმძღვანელოები მორგებული სახელმწიფო ინტერესებზე, მოსწავლის განვითარების ინტერესებზე”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
განათლების მინისტრი სახელმძღვანელოების განახლებაზე
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი სახელმძღვანელოების შესწავლაში გულისხმობს მაია მიმინოშვილის უწყების – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევას (სახელმძღვანელოების შეფასება მასწავლებელთა პერსპექტივით), რომლის შედეგებიც ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი პროფესიული წრეების, მედიისა და საზოგადოებისთვის.
ასევე იხილეთ:
დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება