დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება წერს, რომ თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
თამარ ბერუჩაშვილი ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.
2022 წლიდან თამარ ბერუჩაშვილი გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში.
განათლება
2002 – 2006 – ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. კვალიფიკაცია – ეკონომიკის დოქტორი
2002 – 2006 – კარლტონის უნივერსიტეტი, პროფესიული ტრეინინგი – კომერციული დიპლომატია – ოტავა, კანადა
1996 – 1998 – ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების ფაკულტეტი. 1998 წ. საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (MPA) –ბლუმინგტონი, ინდიანა, აშშ
1992 – 1993 – ლიმერიკის უნივერსიტეტი, პროფესიული ტრენინგი – ევროპათმცოდნეობა და ინგლისური ენა – ლიმერიკი, ირლანდია
1991 – 1992 – იუნესკოს საერთაშორისო მენეჯმენტის ცენტრი, პროფესიული ტრენინგი – მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები – თბილისი, საქართველო
1978 – 1985 – მოსკოვის პ. ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, უცხო ენათა ფაკულტეტი (ფრანგული ენა)
კვალიფიკაცია – ქიმიკოსი – მკვლევარი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, თარჯიმანი
ამავე თემაზე:
საქართველოში დიპლომატიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქმნება – მთავრობის გადაწყვეტილება
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება