GE

ფინანსთა მინისტრი განათლების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ – რიცხვები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი 65.6 მილიონით  გაიზრდება და 1 181.8 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს  ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად მიმართული იქნება 681 მილიონი ლარი. მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები დაფინანსდება 598.9 მილიონი ლარით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა კი11.9 მილიონი ლარით.

დღესვე დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა, განათლების რომელ მიმართულებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა ოდენობის თანხა მოხმარდება:

  • უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 12.8 მილიონი ლარი;
  • მოსწავლეების სახელმძღვანელობით უზრუნველყოფა – 23 მილიონი ლარი;
  • საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 22 მილიონი ლარი;
  • პროფესიული განათლების დაფინასება – 40.8 მილიონი ლარი, რაც არის 10 მილიონით ზრდა წინა წელთან შედარებით;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად -135 მილიონი ლარია გამოყოფილი;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევებისთვის – 62.6 მილიონი ლარი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსფრასტრუქტურის განვითარებისთვის- 97.2 მილიონი ლარი;
  • ინკლუზიური განათლება – 5.1  მილიონი ლარი;
  • ათასწლეულის გამოწვევა საქართვველოში – 101 მილიონი ლარი, რომელიც მიმართული იქნება როგორც ზოგადი ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

გაიზრდება თუ არა მასწავლებლის საბაზო ხელფასი 2018 წლის ბიუჯეტით

იგეგმება თუ არა 2017-2018 სასწავლო წელს სკოლის ადმინისტრაციასა და ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასის მატება

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური