GE

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით პენსიონერ პედაგოგებს რეგისტრაციის დრო შესაძლოა გადაუვადონ

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძემ, დღეს ბრიფინგი გამართა.

როგორც ირინა აბულაძემ თქვა, პირველ ეტაპზე, დარეგისტრირდა 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი, რომლებიც ფულად ჯილდოს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მიიღებენ.

“განაცხადი არის როგორც მახსოვს 5900, თუმცა მიმდინარეობს ბაზების გადამოწმება და ამიტომ ვამბობთ რომ 6000-მდე პედაგოგია დარეგისტრირებული. გვწერენ პედაგოგები, რომ ვერ მოასწრეს რეგისტრაცია და ითხოვენ დამატებით ვადას, ამ საკითხის შესახებ ვმსჯელობთ, რომ ერთი დღე დავუმატოთ”, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება მიმდინარე წლის 20 აგვისტომდე საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს ჰქონდათ, რომლებიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევენ.

ამავე თემაზე:

საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში განათლების სამინისტრო გარკვეულ პირობებს შესთავაზებს

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა – პროცედურები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური