GE

გამოცდების ცენტრი განმარტავს როგორი ტიპის დავალებები იქნება ქიმიის ეროვნულ გამოცდაზე – რჩევები აბიტურიენტებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 21 იანვარს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განმარტავს თუ როგორი ტიპის დავალებებს უნდა ელოდონ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები და რა უნდა გაითვალისწინონ ტესტზე მუშაობის პროცესში.

გამსვლელი ზღვარი შეიცვალა რომელიმე საგანში? – 2022 წლის აბიტურიენტთა პირველი კითხვები და პასუხები გამოცდების ცენტრისგან

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ამბობს, რომ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქიმიის გამოცდაში მნიშვნელოვანი სიახლე არ იგეგმება, კერძოდ: უცვლელია საგამოცდო დრო, რომელიც კვლავ 3 საათი იქნება. ტესტის მაქსიმალური ქულა 63 დარჩება, შესაბამისად, მინიმალური ზღვრის, ანუ 25%-ის გადასალახად საკმარისი იქნება 16 ქულა. თუმცა აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უმაღლესი სასწავლებლები თვითონ აწესებენ ხოლმე მინიმალურ ზღვარს. უცვლელი იქნება საგამოცდო პროგრამაც, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

ქიმიის საგამოცდო ტესტის ფორმატი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, იქნება როგორც დახურული, ასევე ღია დავალებები. ტესტში, სავარაუდოდ, იქნება: 25 არჩევითპასუხებიანი, ანუ დახურული დავალება; ღია დავალებები, რომლებიც ამოწმებენ, თუ როგორ შეუძლია აბიტურიენტს:

  • ქიმიური ნაერთების დასახელება;
  • ქიმიური სახელწოდებიდან ნივთიერების ფორმულის შედგენა;
  • რეაქციების ტოლობების შედგენა და მათი გათანაბრება;
  • ქიმიაში საჭირო გამოთვლების შესრულება და ა. შ. ღია ტიპის ამოცანა (გამოთვლითი დავალება) სავარაუდოდ, კვლავ 2 იქნება.
  • ტესტში ორგანული ქიმიის დავალებების წილი დაახლოებით 1/3 იქნება (იგულისხმება ქულების 1/3 და არა დავალებათა საერთო რაოდენობის). დანარჩენი ქულები ზოგადი და არაორგანული ქიმიის საკითხებზე გადანაწილდება.

გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს:

  • იმეცადინონ საგამოცდო პროგრამის მიხედვით, ტესტში შეტანილი საკითხები არ გასცდება სასკოლო სახელმძღვანელოებს, თუმცა, რასაკვირველია, მეცადინეობისას შეუძლიათ დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენებაც;
  • ბევრი ივარჯიშონ ქიმიური რეაქციების ტოლობათა შედგენასა და მათ გათანაბრებაზე;
    ყურადღება მიაქციონ არითმეტიკული გაანგარიშებების სიზუსტეს – ამ ტიპის შეცდომებიც ძალიან ხშირია;
  • გულისყურით გაეცნონ წინა წლებში გამოყენებულ ტესტებს, ასევე მათ შეფასების სქემებს (ეს ყველაფერი ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული), რაც სათანადო წარმოდგენას შეუქმნის გამოცდაზე, ტესტური დავალებების ტიპებზე, მათ სირთულესა და შეფასების სისტემაზეც.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური