„გამოთვლები მასწავლებელთა უპრეცედენტო ძარცვის გათვალსაჩინოებისათვის – ამბავი იმისა, თუ როგორ მოატყუა სახელმწიფომ პედაგოგები!“
მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, პედაგოგი ეკატერინე წულუკიძე EDU.ARIS.GE-ს უზიარებს საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ გამოთვლას, რომელიც აღწერს, თუ როგორ დააზარალა პედაგოგთა უდიდესი ნაწილი ახალმა სახელფასო პოლიტიკამ.
თვალსაჩინოებისთვის მოვიტანთ რამდენიმე კონკრეტულ გათვლას:
როცა პროფესიული განათლების მქონე პედაგოგის ხელფასი (სრული დატვირთვისას) იყო 431.33 ლარი, ბაკალავრს ჰქონდა 477,90 ლარი, ანუ მასზე 46,57 ლარით მეტი. ზუსტად ამდენით აღემატებოდა მაგისტრის ხელფასი ბაკალავრისას და დოქტორისა მაგისტრისას. ანუ განათლების ცენზის ყოველ საფეხურზე ზრდა შეადგენდა მთელი ხელფასის დაახლოებით 10%-ს.
ახალი პოლიტიკით საშუალო და პროფესიული განათლების მქონე უფროსი მასწავლებლების ხელფასი (სრული დატვირთვისას 0-5 წლის სტაჟით) შეადგენს 1790 ლარს, ბაკალავრისა კი მას მხოლოდ 20 ლარით ანუ ერთი პროცენტით აღემატება. ასევე 20 ლარი, ანუ ერთი პროცენტია ნამატი ბაკალავრიდან მაგისტრის ცენზამდე და 60 ლარი, ანუ 3% – მაგისტრიდან დოქტორამდე.
შევაჯამოთ: მინიმალური ცენზიდან ბაკალავრამდე ნამატი იყო 93 ლარი. ახლა არის 20 ლარი.
მინიმალური ცენზიდან მაგისტრობამდე ნაზრდი — 140 ლარი, ახლა არის 40.
მინიმალური ცენზიდან დოქტორამდე — იყო 186 ლარი, გახდა 100.
ახლა ვნახოთ სხვაობები სტატუსების მიხედვით ბაკალავრის (18 სთ დატვირთვა, 0-5წ. სტაჟი):
-პრაქტიკოსი/უსტატუსო/მოწვეული/მაძიებელი (ამათგან თითოეულის ხელფასი სრულ დატვირთვაზე 375-დან 542 ლარამდე მერყეობს) პედაგოგიდან უფროსამდე სახელფასო ზრდა იყო 795 ლარი, გახდა 1312.
უფროსიდან წამყვანამდე ნაზრდი იყო 380 ლარი, გახდა 150.
წამყვანიდან მენტორამდე ნაზრდი იყო 300 ლარი, გახდა 150.
შევაჯამოთ: ყველაზე მარტივად დაძლევადი სტატუსისთვის არის 9-ჯერ დიდი წახალისება, ვიდრე ბევრად რთულად მოსაპოვებელი უფრო მაღალი სტატუსებისათვის. ამით ფინანსური უზრუნველყოფის მიზნებისთვის წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსები არსებითად გაუქმებულია.
„გავიხედოთ ოდნავ წინ, რას გამოიწვევს ეს სახელფასო პოლიტიკა…“ – ნანა დაბრუნდაშვილის ანალიზი
„ახლა მე მოგიყვებით განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სქემისა და ხელფასების ამბავს გლეხურ ენაზე“
განვიხილოთ მცირეკონტიგენტიან სკოლებში (ასეთია საჯარო სკოლების საერთო ოდენობის 70%) მცირესაათიანი საგნების მასწავლებლების ანაზღაურება:
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს (იშვიათი გამონაკლისების გარდა) აქვს 7 საათი. საგნის მნიშვნელობის, ბაზარზე ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნის, მათი ანაზღაურებადობის და კადრების მწვავე დეფიციტის გათვალისწინებით მათ ამ დატვირთვაზე ეძლეოდათ სრული დანამატი. შესაბამისად,
უფროსის ხელფასი – იყო 1005 ლარი; 2024, 2025 და 2026 წლების იანვარში უნდა გაზრდილიყო 125-125 ლარით და 2026 წლის იანვარში მიაღწევდა 1380 ლარს. ახალი წესით 2026 წლის სექტემბრიდან გახდება 7*96+16(მაგისტრის ცენზის)+14(სტაჟის)+200=902 ლარი. კლება არსებულთან შედარებით 103 ლარია; 2024 წლის იანვრიდან რომ უნდა გაზრდილიყო 125 ლარით, მასთან შედარებით 228, 2026 წლისთვის მოსალოდნელთან შედარებით კი — 478 ლარი.
რამდენიმე სკოლაში მუშაობისას დანაკლისი იზრდება პროპორციულად.
წამყვანის ხელფასი – იყო 1385 ლარი; 2024, 2025 და 2026 წლების იანვარში უნდა გაზრდილიყო 125-125 ლარით და 2026 წლის იანვარში მიაღწევდა 1760 ლარს. ახალი წესით 2026 წლის სექტემბრიდან გახდება 902+150=1052 ლარი. კლება არსებულთან შედარებით 333 ლარია; 2024 წლის იანვრიდან რომ უნდა გაზრდილიყო 125 ლარით, მასთან შედარებით 458, 2026 წლისთვის მოსალოდნელთან შედარებით კი — 708 ლარი.
-2 სკოლაში მომუშავე პედაგოგისთვის კლება არსებულთან შედარებით 816 (941), მოსალოდნელთან შედარებით კი — 1566 ლარი.
-3 სკოლაში მომუშავე პედაგოგისთვის კლება არსებულთან შედარებით 1300 (1425), მოსალოდნელთან შედარებით კი — 2474 ლარი.
-4 სკოლაში მომუშავე პედაგოგისთვის კლება არსებულთან შედარებით 1782 (1907), მოსალოდნელთან კი — 3382 ლარი.
-5 სკოლაში მომუშავე პედაგოგისთვის კლება არსებულთან შედარებით 2265 (2390), მოსალოდნელთან კი — 4190 ლარი.
მენტორის ხელფასი – იყო 1685 ლარი; 2024, 2025 და 2026 წლების იანვარში უნდა გაზრდილიყო 125-125 ლარით და 2026 წლის იანვარში მიაღწევდა 2060 ლარს. ახალი წესით 2026 წლის სექტემბრიდან გახდება 1202 ლარი. კლება არსებულთან შედარებით 483 ლარია; 2024 წლის იანვრიდან რომ უნდა გაზრდილიყო 125 ლარით, მასთან შედარებით 608, 2026 წლისთვის მოსალოდნელთან შედარებით კი — 858 ლარი.
-2 სკოლაში მომუშავე პედაგოგისთვის კლება არსებულთან შედარებით 1266 (1516), მოსალოდნელთან კი — 2016 ლარი.
-3 სკოლაში მომუშავე პედაგოგისთვის კლება არსებულთან შედარებით 2059 (2434), მოსალოდნელთან კი — 3184 ლარი.
-4 სკოლაში მომუშავე პედაგოგისთვის კლება არსებულთან შედარებით 2842 (3342), მოსალოდნელთან კი — 4342 ლარი.
-5 სკოლაში მომუშავე პედაგოგისთვის კლება არსებულთან შედარებით 3615 (4240), მოსალოდნელთან კი — 5490 ლარი.
-6 სკოლაში მომუშავე პედაგოგისთვის კლება არსებულთან შედარებით 4416 (5166), მოსალოდნელთან კი — 6666 ლარი.
მეორე უცხო ენის მასწავლებელს სკოლების უმეტესობაში აქვთ საშუალოდ 6-8 საათი. ევროპული ენების სპეციალისტების ნაკლებობის გათვალისწინებით მათაც ამ დატვირთვაზე ეძლეოდათ სრული დანამატი. შესაბამისად,
უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასის კლება, თითქმის, იდენტურია, რაც ტექნოლოგიების მასწავლებლებისა.
ყველა სხვა საგნის მასწავლებელს საათობრივ ანაზღაურებასთან ერთად სტატუსის დანამატი ეძლეოდა საათების პროპორციულად. ამიტომ მათი ხელფასები განსხვავებულად უნდა დაანგარიშდეს. მაგ.: ქიმიის უფროსი მასწავლებელი (მაგისტრი, 5-10წ. სტაჟი) თითო საათზე იღებდა 30.15(საათობრივი)+53(სტ.დან.)=83 ლარს. იგი ამავე ხელფასს იღებდა ფიზიკის, ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების საათებზეც. 2026 წლიდან კი მხოლოდ ქიმიის საათებზე აიღებს საათზე 100 ლარს, ხოლო ფიზიკის, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების საათებზე აიღებს 30.15 ლარს. ანუ 6-8 საათზე მოემატა 17 ლარი, ხოლო დანარჩენ 9 საათზე შეუმცირდება 53 ლარით.
ზუსტად იგივე მდგომარეობაა საზოგადოებრივი მეცნიერების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, მე და საზოგადოება) შემთხვევაში.
ბევრ რამეზე მეტყველებს ფაქტი, რომ 7-საათიანი დატვირთვის მქონე მასწავლებელს მაგისტრატურის საფეხურზე გადახდილი სწავლის ქირის ასანაზღაურებლად ამ ცენზის გამო დანამატის დაგროვება მოუწევს 42 წელი, დოქტორს კი მისი ცენზის დანამატი 24 წელში აუნაზღაურებს ამ ცენზისთვის გადახდილ მხოლოდ სწავლის ქირას.
ამავე თემაზე:
გამოქვეყნდა მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ბრძანება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება