GE

განათლების 10 თავისებურება, რომელიც ქვეყნის განვითარების გარანტიაა – იაპონიის მაგალითი

ჩვენ მივხვდით თუ რატომ არის თითოეული იაპონელი ასეთი გენიალური და უნიკალური ადამიანი. საქმე მათ განსაკუთრებულ საგანმანათლებლო სისტემაში მდგომარეობს. თქვენ თვითონ ნახეთ!

თავდაპირველად მანერები, შემდეგ ცოდნა

იაპონელი მოსწავლეები გამოცდებს მეოთხე კლასამდე (10 წლამდე) არ აბარებენ. მათ მხოლოდ პატარა დამოუკიდებელი სამუშაოების შესრულება უწევთ. ითვლება, რომ სწავლების პირველ 3 წელიწადში აკადემიური ცოდნა არ არის მთავარი. ამ დროს აქცენტი აღზრდაზე კეთდება. ბავშვებს სხვა ადამიანებისა და ცხოველების პატივისცემას, დიდსულოვნებას, თანაგრძნობას, ჭეშმარიტების ძიებას, საკუთარი თავის კონტროლსა და ბუნებისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას ასწალიან.

სასწავლო წელი 1-ლ აპრილს იწყება

მაშინ, როცა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ბავშვები სწავლას ასრულებენ, იაპონელები თავიანთ 1-ლ სექტემბერს აღნიშნავენ. სასწავლო წლის დასაწყისი ერთ-ერთ ულამაზეს მოვლენას – საკურას ყვავილობას ემთხვევა. ამგვარად ბავშვები ამაღლებულ განწყობაზე დგებიან. აკადემიური წელი 3 სემესტრისგან შედგება: 1-ლი აპრილიდან  20 ივლისამდე, 1-ლი სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე და 7 იანვრიდან 25 მარტამდე. ამგვარად იაპონელები ზაფხულის არდადეგებზე 6 კვირას, ზამთარსა და გაზაფრულზე კი 2-2 კვირას ისვენებენ.

იაპონურ სკოლებში არ არიან დამლაგებლები. მოსწავლეები სასწავლო შენობას თვითონ აწესრიგებენ

სკოლის კაბინეტებს, დერეფნებსა და საპირფარეშოებსაც კი თითოეული კლასი რიგ-რიგობით ალაგებს. ამგვარად, ბავშვები ადრეული ასაკიდან კოლექტივში მუშაობასა და ერთმანეთისთვის ხელის შეწყობას სწავლობენ. თანაც, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა ამდენი დრო და ენერგია დახარჯეს დალაგებაზე, მათ გარემოს დანაგვიანების სურვილი არ გაუჩნდებათ. აღნიშნული მეთოდი ბავშვებს საკუთარი და სხვისის შრომის პატივისცემასა და გარემოზე ზრუნვას ასწავლის.

სკოლებში მხოლოდ სტანდარტიზირებულ კერძებს ამზადებენ, რომელთაც მოსწავლეები კლასში სხვებთან ერთად მიირთმევენ

დაწყებით და საშუალო სკოლაში ბავშვებისთვის სპეციალურ ლანჩებს ამზადებენ, რომელთა მენიუს არა მხოლოდ მზარეულები, არამედ მედიცინის მუშაკებიც ადგენენ. ამგვარად ისინი კვების მაქსიმალურად ჯანსაღ და სასარგებლო რაციონს აყალიბებენ. თანაკლასელები საკვებს მასწავლებელთან ერთად საკალსო ოთახში მიირთმევენ. მსგავს არაფორმალურ გარემოში ისინი ბევრს კონტაქტობენ და მეგობრულ ურთიერთობებს აყალიბებენ.

იაპონიაში დამატებითი განათლება დიდი პოპულარობით სარგებლობს

უკვე დაწყებით კლასებში ბავშვები კერძო გაკვეთილებსა და მოსამზადებელ სკოლებში იწყებენ სიარულს. ყველაფერი ეს იმისათვის კეთდება, რომ შემდგომ ისინის კარგ კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ. მეცადინეობა ასეთ დაწესებულებებში საღამოობით მიმდინარეობს. იაპონიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა 21:00 საათზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბავშვებით არის სავსე. ისინი დამატებითი გაკვეთილების შემდეგ სახლში მიიჩქარიან. ბავშვები კვირაობით და არდადეგებზეც მეცადინეობენ, იმის გათვალისწიენბით, რომ სასკოლო დღე საშუალოდ 6-დან 8 საათამდე გრძელდება. აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ სტატისტიკურად იაპონიაში თითქმის არ არსებობს კლასში ჩარჩენილი მოსწავლე.

სტანდარტული საგნების გარდა მოსწავლეებს იაპონური კალიგრაფიის ხელოვნებასა და პოეზიას ასწავლიან

იაპონური კალიგრაფიის პრინციპს, ან შოდოს ძალიან მარტივი პრინციპი აქვს: ბამბუკის ფუნჯის მელანში ჩაწობითა და ბრინჯის ქაღალდზე ნაზი შეხებით იეროგლიფების გამოყვანა ხდება. ქვეყანაში შოდო თავისი ღირებულებით ფერწერულ ნამუშევრებს უტოლდება. ჰაიკუ კი პოეზიის ნაციონალური ფორმაა. მისი მთავრი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის ადამიანსა და ბუნებას ერთ მთლიანობად წარმოადგენს. ორივე მიმდინარეობა აღმოსავლური ესთეტიკის ერთ-ერთ პრინციპს, მარტივისა და დახვეწილის თანაფარდობას ასახავს. აღნიშნული გაკვეთილები მოსწავლეებს კულტურისა და საუკუნოვანი ტრადიციების პატივისცემას ასწავლის.

უკლებლივ ყველა მოსწავლემ სასკოლო ფორმა უნდა ატაროს

დაწყებული საშუალო სკოლიდან ყველა მოსწავლე ვალდებულია ფორმა ატაროს. თითოეულ სკოლას თავისი ჩაცმის სტილი აქვს. აღნიშნული წესი ემსახურება იმას, რომ მოსწავლეები დისციპლინასა და წესრიგს მიაჩვიოს. გარდა ამისა მსგავსი ტანსაცმელი სამუშაო განწყობას ქმნის. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთნაირი ფორმა მოსწავლეებს ერთმანეთთან დაახლოებაში ეხმარება.

იაპონურ სკოლებში დასწრების პროცენტი 99,99%-ს შეადგენს

რთულია 1 ადამიანის წარმოდგენაც კი, რომელსაც სკოლაში გაკვეთილები არასოდეს გაუცდენია. აქ კი მთელი ერი! ასევე აღსანიშნავია, რომ იაპონელი მოსწავლეები გაკვეთილებზე თითქმის არასოდეს იგვიანებენ და მათი 91% მასწავლებელს ყურადღებით უსმენს. კიდევ რომელ ქვეყანას შეუძლია მსგავსი სტატისტიკით თავის მოწონება?

გამოსაშვები გამოცდის შედეგები ყველაფერს წყვეტენ

უფროსი კლასების დამთავრებისთანავე მოსწავლეები 1 ტესტს წერენ, რომელიც მათ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების საკითხს წყვეტს. სკოლადამთვარებულებს მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების არჩევა შეუძლიათ, რომელიც თავის მხრივ გადაწყვეტს მათი სამომავლო ხელფასის ოდენობასა და მთლიანობაში ცხოვრების დონეს. ამასთან, კონკურენცია ძალიან მაღალია. სკოლის შემდეგ სწავლას მოსწავლეების 76% აგრძელებს. სწორედ ამიტომ, იაპონიაში პოპულარულია გამოთქმა: „საგამოცდო ჯოჯოხეთი“.

საუნივერსიტეტო წლები ცხოვრების საუკეთესო არდადეგებია

არაა გასაკვირი, რომ ჩაბარებისთვის მოსამზადებელი მრავალი წლისა და „საგამოცდო ჯოჯოხეთის“ შემდეგ იაპონელებს პატარა შესვენების გაკეთება ჭირდებათ. ისე გამოვიდა, რომ ეს პერიოდი საუნივერსიტეტო წლებს დაემთხვა, რომელიც თავის მხრივ იაპონელეის ცხოვრებაში ყველაზე მარტივ და უდარდელ პედიოდად ითვლება. იაპონელებისთვის შესანიშნავი დასვენება სამსახურის დაწყების წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ ხომ ბავშვობიდან ასწავლეს თავისი საქმისადმი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით დამოკიდებულება.

ამავე თემაზე:

გადაწერაზე 7–წლიანი პატიმრობა – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩინური ვარიანტი

განსაცვიფრებელი ფოტოები ჩინეთის სტრესული მისაღები გამოცდებიდან

რით განსხვავდება ქართული და ესპანური მისაღები გამოცდები და აბიტურიენტული ცხოვრება?

როგორ ჩატარდა მისაღები გამოცდები სამხრეთ კორეაში–ჰაერში არც ბუზი და არც თვითმფრინავი აფრენილა

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური