განათლების მინისტრმა სასკოლო კვების 3 მოდელი დაასახელა, საიდანაც ერთს შეარჩევენ
“აქ ყველას კარგად გვესმის, რომ დრო დაგვჭირდება”, – ასეთი დასკვნა გააკეთა სასკოლო კვების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგიამილახვარმა დღეს, 19 მაისს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.
განათლების მინისტრი სასკოლო კვების თემაზე დეპუტატების კითხვებს პარლამენტში უპასუხებს – კითხვები
გამოსვლისას, გიორგი ამილახვარს არც უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედების კონკრეტული ვადები დაუსახელებია და არც ზუსტი ინფორმაცია მოუწოდებია თუ რომელი მოდელისკენ იხრება სამინისტრო, რა შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფოს უფასო სასკოლო კვება, თუმცა დაასახელა სასკოლო კვების მოდელის ის სამი ვერსია, რომელზეც მისი თმით, განათლების სამინისტრო მუშაობას გააგრძელებს.
“სასკოლო ინფრასტრუქტურის გაჩენასთან ერთად, ჩვენ ეტაპობრივად შევეცდებით, რომ ამ საკითხებზე, პირველ რიგში, სწორი, სამართლიანი კონცეფცია ჩამოვაყალიბოთ, შევთავაზოთ ეს საზოგადოებას და შემდგომ დავიწყოთ ამის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება.
პირველი: ეს არის ე.წ ტრადიციული სისტემა, როდესაც სკოლებში არის სამზარეულოს ინფრასტრუქტურა. არის სრულად აღჭურვილი და სკოლას დამოუკიდებლად შეუძლია ამის განხორციელება, რომელიც ჩვენ ამ სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელების შემდგომ, უმრავლეს სკოლაში იქნება შესაძლებელი. მაგრამ, აქ ყველას კარგად გვესმის, რომ დრო დაგვჭირდება.
მეორე: ესეც ნახსენები გაქვთ თუ სწორად მახსოვს თქვენს მოკვლევაში (ოპოზიციას მიმართავს) ეს არის ე.წ ცენტრალიზებული მოდელი, როდესაც გარკვეულ არეალში არის ერთი ცენტრალიზებული საწარმო, რომელიც ე.წ ნახევრადფაბრიკატებს აწვდის სკოლებს და შემდგომ, იქ ადგილზე ხდება მისი საბოლოო დამზადება.
და მესამე, ეს არის უკვე მიტანა. ე.წ ლანჩბოქსები, რომლებიც ალბათ, ყველაზე იოლად ეჩვენება ბევრ თქვენგანს და საზოგადოებას, მაგრამ აქ ასე არ არის მეგობრებო, ვინაიდან უდიდეს დისტრიბუციულ პრობლემებს ვაწყდებით. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება დიდ ქალაქებს, მაგრამ შეეხება სხვადასხვა დასახლებულ პუნქტს. ბიზნესისთვის არ იქნება ეს მომგებიანი, მაგრამ აქაც არის გამოსავალი: ჩვენ შეგვიძლია, დავასუბსიდიროთ ბიზნესი, მაგრამ მეორე, აქ არის უფრო მნიშვნელოვანი რისკი გასაზომი, ეს არის სურსათის უვნებლობა, შენახვის პირობები, ყოველთვის მისი მიწოდება… შემდგომ კი, ასე ვთქვათ, საკვების გამორჩევა. ვიღაც შესაძლოა, ალერგიულია, ვიღაც არ მიირთმევს იმ საკვებს… ეს იქნება სტანდარტული ტიპის. ამიტომ, თითქოს ერთი შეხედვით რომ ჩანს, ეს ყველაზე მარტივი მოდელია, თუ ჩავუღრმავდებით, ასე არ არის.
ამავე თემაზე:
„ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში“ – უახლესი კვლევის შედეგებს UNICEF აქვეყნებს
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება