განათლების სამინისტროსგან ონლაინუნივერსიტეტის მოდელისა და სტანდარტის მომზადება გადაიდო – ცვლილება კანონში
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტი განიხილავს ცვლილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიღების შედეგად, ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწევს 2028 წლის 1 იანვრამდე.
კანონპროექტის ავტორი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ უმაღლესებს მოსამზადებლად მეტი დრო დასჭირდათ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა, 2026 წლამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი. აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ უფლება/შესაძლებლობა პირველი და მეორე საფეხურის გარკვეული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესი განახორციელონ ნაწილობრივ ან სრულად ელექტრონულად.
აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვა და სასწავლო პროცესის ორგანიზება. ამ ეტაპზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული სწავლების იმპლემენტაცია. აღნიშნული გულისხმობს, კურიკულუმის დაგეგმვასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას, რომლის ეფექტიანად განხორციელებამ დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა. შესაბამისად, მიზანშეწონილია ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწიოს 2028 წლის 1 იანვრამდე“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამავე თემაზე:
რას ისწავლით საქართველოში დისტანციურად მაგისტრატურის საფეხურზე და არამხოლოდ – ჩამონათვალი
გაიზარდა სფეროების ჩამონათვალი, რომლებზე სწავლაც ელექტრონულად იქნება დაშვებული
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება