GE

იმუნიზაციის საბჭო ჩინური ვაქცინის მასწავლებლებისა და აღმზრდელების ჯგუფში გამოყენებაზე იმსჯელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორშაბათს იმუნიზაციის საბჭო 18 წელს ზემოთ პირებში ჩინური ვაქცინა სინოფარმის გამოყენებაზე იმსჯელებს, რომელიც შესაძლოა გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის მასწავლებლებსა და ბაგა-ბაღების აღმზრდელებს შეეხოს.

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ამ საკითხებს, სწორედ „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინის დაწყებასთან დაკავშირებით, რომ 18 წელზე ზემოთ, დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში, მაგალითად, მასწავლებლები, ბაღების აღმზრდელები, მაგალითად, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს წინადადებები შემუშავებული, მას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სინოფარმის 100 000 დოზა არსებობს და ამ ვაქცინით  50 000 ადამიანის აცრა 4 მაისიდან დაიწყება.

ამავე თემაზე:

სკოლებში 55 და მეტი წლის ვაქცინაციის მსურველი პედაგოგების აღრიცხვა დაიწყეს

ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური