„კომისია საბოლოოდ შეჯერდა“ – ვის შემდეგ გაეცნობა საზოგადოება უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას (+ფოტო)
უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს და ახალ კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ოთხი ივლისის სხდომაზე, რომელიც კომისიამ პირვანდელისგან განსხვავებული, ახალი შემადგენლობით გამართა.
იხილეთ განახლებული შემადგენლობა: უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომის ფოტოები
სხდომას ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი, გივი მიქანაძე.
სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონცეფცია მოიცავს იმ საკითხებს, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს გამოწვევებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას.
რაც შეეხება კონცეფციის გასაჯაროების საკითხს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტი შემდგომი სრულყოფის მიზნით, დარგის სპეციალისტებთან, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილება, რის შემდეგაც საბოლოო დოკუმენტი ფართო საზოგადოებას წარედგინება.
“უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, კონცეფციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი და შეიქმნას სისტემა, რომლის პირობებშიც, ახალგაზრდები ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ”, – აღნიშნულია EDU.ARIS.GE-სთვის მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ცნობილია – სია
„ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი – ვქმნით სამთავრობო კომისიას“
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება