GE

„მთავარია, არავინ იყოს დაზარალებული“ – მენტორი მასწავლებელი სახელფასო მატების შესახებ

„მთავარია, რომ არავინ იყოს დაზარალებული, რათა ხელახალი დაპირისპირება არ გამოიწვიოს პედაგოგებს შორის“, – ამბობს ჯერაც არგამოქვეყნებული მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულის შესახებ ქუთაისის 36-ე და მე-17 საჯარო სკოლების მენტორი მასწავლებელი ნატალია თურქაძე EDU.ARIS.GE-სთან და გვიხსნის, რომ მისი მოლოდინი პოზიტიურია.
ამის მიუხედავად ისტ-ის პედაგოგისთვის საინტერესოა არაერთი ამ დრომდე გაურკვეველი საკითხით.

„მაქვს მოლოდინი, რომ დაპირება, რომელიც მასწავლებლებს მისცეს შესრულდება სამართლიანად. ჩემთვის საინტერესოა, როგორ მუშაობს ფორმულა მცირეკონტინგენტიან სკოლებთან მიმართებით, აგრეთვე საბუნებისმეტყველო საგნებში, ტექნოლოგიებსა და დაწყებით კლასებში, სადაც სრული განაკვეთის – 18 საათის არსებობა შეუძლებელია“, – აცხადებს ნატალია თურქაძე.

ხელფასის მატების მოლოდინში – „ფორმულით გათვალისწინებული უნდა იყოს მასწავლებლის სტაჟიც, სტატუსიც და დატვირთვაც“

მენტორი მასწავლებელი არ ფიქრობს, რომ საქართველოში განათლების ხარისხის გაჯანსაღებას მასწავლებელთა ანაზღაურების მატება ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს, მაგრამ თვლის, რომ სისტემის მთავარი მოქმედი პირი მასწავლებელია და მას მრავალმხრივი ხელშეწყობა სჭირდება.
„განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხი კომპლექსურია და მასზე უამრავი სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს. ამ საკითხში მასწავლებელთა მოტივაცია ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობისაა, რაშიც, თავისთავად, ანაზღაურება უდიდეს როლს თამაშობს, თუნდაც მოტივირებული ახალგაზრდების, განსაკუთრებით მამაკაცების სკოლაში მოზიდვის კუთხით.

„მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის სისტემური ცვლილებებია საჭირო, თუმცა ამ სისტემაში მთავარი მოქმედი პირი მასწავლებელია, რომლის მხარდაჭერა საჭიროა როგორც სოციალურად, ასევე პროფესიული ზრდისათვის. განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ყველაზე მთავარი არის პროფესიონალიზმი ყველა დონეზე, პროფესიონალების სკოლაში მოზიდვას და დამაგრებას კი სჭირდება მასწავლებელთა დაფასება, მათთვის ღირსეული ანაზღაურება და სხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზება“, – გვითხრა ნატალია თურქაძემ.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლის ახალი სახელფასო ფორმულა არსად ჩანს – განათლების მინისტრი „უპრეცედენტო მატებას“ ისევ ადასტურებს

რა თქვა განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე (ვიდეო)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური