GE

ოქროსა და ვერცხლის მედლების დარიგება ოქტომბერშიც ვერ მოესწრო – ახალი ვადები სამინისტროსგან

ყოფილი მოსწავლეები და დღეს უკვე სტუდენტები, რომელთა ნაწილიც მეორე კურსის სტუდენტია კვლავ სკოლის მედლის მოლოდინშია. წარჩინებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოქტომბერში უნდა მოესწრო, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, პროცესი კვლავ გადაიდო და 2016-2017 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულები მედლებს ნოემბრის თვეში მიიღებენ. ჯერ უცვლელი მედლების გადაცემის ვადები რჩება 2017-2018 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულთათვის და ისინი ოქროსა და ვერცხლის მედლებით ახალ წლამდე უნდა დაჯილდოვდნენ.

„გასულ წელს სკოლადამთავრებულთათვის გადასაცემი მედლები უკვე სამინისტროს აქვს და ახლა დაჯილდოების თარიღი იგეგმება. დარიგება თბილისში დაიწყება და რეგიონებსაც მოიცავს. რაც შეეხება ოქტომბრის თვეში გადაცემის საკითხს, ოქტომბერში უკვე ვეღარ მოესწრება და ნოემბრის თვეში გადაიწევს. ის პირები კი, ვინც წელს (2018) დაასრულა სკოლა კუთვნილ მედლებს ახალ წლამდე, ანუ 2019 წლის დადგომამდე მიიღებენ“, – განგვიცხადეს სამინისტროში.

მოახერხებს თუ არა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ გეგმის შესრულებას ნოემბერსა და დეკემბერში გავიგებთ. როგორც სამინისტროში ამბობენ, 2017-2018 სასწავლო წლის მედალოსნებს, სამინისტროს სახელის ცვლილებიდან გამომდინარე განსხვავებული დიზაინის მქონე მედლები გადაეცემათ.

„ოქროს და ვერცხლის მედლების გაცემა დამატებითი წახალისების გარეშე მოსწავლეს მოტივაციას უკარგავს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური