GE

პედაგოგი ირწმუნება, რომ პირველკლასელს ფიზიკური დაზიანებები შემთხვევით მიაყენა

ქუთაისის ნომერ მე-13 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეს სახისა და ყელის არეში ფიზიკური დაზიანებები საკუთარმა პედაგოგმა მიაყენა. შემთხვევა პარასკევს, ბოლო გაკვეთილის მიმდინარეობისას, მოხდა.

მასწავლებელი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დასასრულს ბავშვები დაღლილები იყვნენ და ძალიან ხმაურობდნენ, სიტუაციის განმუხტვისთვისკი მან ერთ-ერთი მოსწავლის კუთხეში დაყენება გადაწყვიტა. მისივე თქმით, ბავშვს ფიზიკური დაზიანებებიც სწორედ ამ დროს შემთხვევით მიაყენა.

საკლასო ოთახიდან გამოსული დასისხლიანებული ბავშვი იმ დღეს სკოლაში მისულმა უამრავმა მშობელმა ნახა.

მე-13 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი სატელეფონო საუბარში იმავე მასწავლებლის მიერ კიდევ ერთ მოსწავლეზე ძალადობის შემთხვევას იხსენებს.

70 წლის მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სავარაუდო ძალადობის პოლიციაში იყო დაბარებული, პედაგოგობის 38-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვა ინციდენტების არსებობას უარყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ 6 წლის ბავშვს დაზიანებები სამი დღის შემდეგაც ეტყობა, დირექტორიც დარწმუნებულია, რომ ეს ფიზიკური დაზიანებები ბავშვმა შემთხვევით მიიღო.

განათლების სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია და მათი ინფორმაციით, ქუთაისში მომხდარ ინციდენტს განათლების სამინისტროც სწავლობს. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საკითხს დისციპლინური კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას წარუდგენენ სკოლის დირექტორს.

საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ან ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ მძიმე შედეგი არ მოჰყოლია. ეს მუხლი 2-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან შეზღუდვას ითვალისწინებს.

სკოლა – ბულინგის სივრცე

მოძალადის და მსხვერპლის პორტრეტები ქართულ სკოლაში

“ძალადობის საკითხებზე სკოლების მონიტორინგის შედეგები საგანგაშოა”

როგორ უნდა მოხდეს ძალადობის პრევენცია სკოლაში

წყარო: რუსთავი 2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური