GE

პროფესიული განათლების შესახებ კანონს ახალი მუხლი დაემატა

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განხორციელდა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ორი ნოემბრით დათარიღებული ბრძანების თანახმად, კანონს ახალი მუხლი დაემატა.

კერძოდ საქართველოს პარლამენტში დაყენებული ინიციატივის მიღების შემდეგ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილი არიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

კანონი უკვე ამოქმედებულია და უწყებებს უკვე ავთ უფლება პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა ამ მუხლის თანახმად განახორციელონ.

ასევე იხილეთ:

პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური