ქართულის მეორე სესიაზე „დიდოსტატის მარჯვენა“ და „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ მოვიდა – პირველი აბიტურიენტების კომენტარები
ქართულის ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის მეორე სესიიდან აბიტურიენტების ნაწილი უკვე გამოვიდა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები საგამოცდო ცენტრებიდან გვატყობინებენ, აპლიკანტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ პროგრამული ნაწარმოებებიდან კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” შეხვდათ.
207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან 45 წუთში გამოსული აბიტურიენტი: “პროგრამულიდან “დიდოსტატის მარჯვენა” მოვიდა, თეზისი შემდეგი შინაარსის იყო – შურისძიების სურვილი ხელს გვიშლის სამართლიანობის დანახვაში. ეპიზოდი იყო ის, სადაც შორენა მიდის უხუცესებთან და ეუბნება, მეც წამოვალ და ვიბრძოლებ თქვენთან ერთადო.
არაპროგრამულიდან ხალხური ლექსი მოვიდა. გრამატიკული ნაწილი ადვილი იყო, წინა წლებისას გავდა. ბევრი მძიმე იყო ჩასასმელი”, – ამბობს აბიტურიენტი.
კიდევ ერთი აბიტურიენტი კი აღნიშნავს, რომ არაპროგრამულიდან ხალხური ლექსი “ვეფხისა და მოყმისა” ჰქონდათ, თეზისი კი თანაგრძნობა იყო, რომელიც წყაროებში ასეა შეფასებული: “ქართული ხალხური პოეზიის შედევრი, ბალადა „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“, რომელიც პირველად დავით ხიზანიშვილმა ჩაიწერა 1887 წელს, ხოლო სრულად – ვახტანგ კოტეტიშვილმა 1927 წელს.”
175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი, დავით ცინცაძე, ტესტს რთულად აფასებს:
“საკმაოდ რთული იყო. პროგრამულიდან შემოვიდა “დიდოსტატის მარჯვენა”. მე ავირჩიე არაპროგრამული. არაპროგრამული იყო პოემიდან ,,ვეფხი და მოყმე”. რედაქტირებაში მძიმეები იყო “რომ”-ის და “როცა”-ს წინ დასასმელი. წაკითხული ტექსტის ანალიზში, მაგალითად, გვეკითხებოდნენ “რომელ წინადადებაშია მხატვრული მეთოდები გამოყენებულიო”.
არაპროგრამულ დავალების თეზისზე გვესაუბრა ილია, რომელიც მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა:
“რამდენად შეუძლია ტრაგედიაში მყოფ ადამიანს თანაგრძნობის გამოხატვა” – ეს იყო თეზისი არაპროგრამული ნაწარმოებიდან “ლექსი ვეფხისა და მოყმისა”. რაც შეეხება პროგრამულს, “აკარგინებს თუ არა ადამიანს სწორი განსჯის უნარს ბრაზი და შურისძიების სურვილი”. მე არაპროგრამული ავირჩიე და არგუმენტები მქონდა “ვეფხისტყაოსნიდან”, ავთანდილი რომ გაჰყვა ტარიელს…”
„მიდის დასაწერად, მიდის დასაწერად!“ – ქუთაისელი აბიტურიენტების გულშემატკივარი წელსაც ფორმაშია
175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი, დავით ცინცაძე, ტესტს რთულად აფასებს:
“საკმაოდ რთული იყო. პროგრამულიდან შემოვიდა “დიდოსტატის მარჯვენა”. მე ავირჩიე არაპროგრამული. არაპროგრამული იყო პოემიდან ,,ვეფხი და მოყმე”. რედაქტირებაში მძიმეები იყო რომის წინ და როცას წინ დასასმელი. წაკითხული ტექსტის ანალიზში მაგალითად გვეკითხებოდნენ “რომელ წინადადებაშია მხატვრული მეთოდები გამოყენებულიო”.
არაპროგრამულ დავალების თეზისზე გვესაუბრა ილია, რომელიც მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა:
“რამდენად შეუძლია ტრაგედიაში მყოფ ადამიანს თანაგრძნობის გამოხატვა” – ეს იყო თეზისი არაპროგრამული ნაწარმოებიდან “ლექსი ვეფხისა და მოყმისა”. რაც შეეხება პროგრამულს “აკარგინებს თუ არა ადამიანს სწორი განსჯის უნარს ბრაზი და შურისძიების სურვილი”. მე არაპროგრამული ავირჩიე და არგუმენტები მქონდა ვეფხისტყაოსნიდან, ავტანდილი რომ გაჰყვა ტარიელს…”.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება