რის შეცვლას ითხოვს სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებში სახალხო დამცველი
განათლების მინისტრისგან საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს, რომ ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივ კრიტერიუმებს დაემატოს კრიტერიუმი – კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ.
თუ რითია განპირობებული ასეთი რეკომენდაცია, ამაზე ნინო ლომჯარია საკუთარ ანგარიშში წერს, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა და გასულ წელს მოიცავს.
დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი კრიტერიუმების, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შესწავლის შედეგად, საანგარიშო პერიოდში მომზადდა სახალხო დამცველის წინადადება.
„ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნორმატიული აქტები სათანადოდ არ ასახავს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და მშვიდობის კულტურის ხელშემწყობ დებულებებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ხანგრძლივი ტერიტორიული კონფლიქტების მქონე ქვეყნისთვის.
„უნდა აღინიშნოს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში აფხაზები და ოსები ძირითადად სეპარატისტებად არიან წარმოჩენილნი, რაც აზიანებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესს. ამასთანავე, ისტორიის საგანში უმეტესად მილიტარისტული მიდგომებია დეკლარირებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოთა შეფასების კრიტერიუმებს დაემატოს კონფლიქტების გადაჭრის სამშვიდობო პოლიტიკის ელემენტი, რომელიც მოიცავს შუღლის გაღვივების თავიდან არიდებისა და პოზიტიური მშვიდობის მშენებლობის კონცეფციას, ასევე, კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებით მშვიდობის იდეების კულტივირებასა და სახელმძღვანელოებში ამ რეგიონების და ხალხების პოზიტიურ რეპრეზენტაციას“, ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
ამავე თემაზე:
რა პრობლემები რჩება სასკოლო სახელმძღვანელოების დამტკიცების პროცესში და რას არ აკეთებს სამინისტრო
განათლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების არსებითი ნაკლოვანება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება