როგორ გახდება წამყვანი მასწავლებელი მენტორი და რას გულისხმობს მენტორის წინსვლა სქემის ახალი მოდელით
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მოდელი სასკოლო საზოგადოებას უკვე აჭარაში წარუდგინეს.
22 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განათლების სამინისტრო სქემის მოდელს სამუშაო პროექტს უწოდებს და განმარტავს, რომ შეხვედრაში აჭარისა და გურიის რეგიონების საჯარო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დეტალები არც ამ შემთხვევაში გამოქვეყნებულა, თუმცა EDU.ARIS.GE-მ დამსწრე პირებისგან დამატებითი დეტალები გაარკვია და დღეს გაგიზიარებთ, რას მოიაზრებს წამყვანი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პროცედურები და მენტორის წინსვლის შესაძლებლობა ახალ სქემაში.
წამყვანი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პროცედურები
იმისთვის, რომ წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელს მიეცეს წინსვლაზე განაცხადის გაკეთების საშუალება, მინიმუმ ერთხელ მაინც დადებითად უნდა ჰქონდეს შეფასებული სკოლის დონეზე განხორციელებული საქმიანობა.
წამყვანი მასწავლებელი/წამყვანი სპეციალური მასწავლებელი რესურსცენტრში განაცხადთან ერთად წარადგენს შესასრულებელი ფუნქციის შესაბამის სამოქმედო გეგმას, რომელსაც განიხილავს რესურსცენტრის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისია.
დადებითი შეფასების შემთხვევაში, წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება ეძლევა, შეასრულოს განსაზღვრული ფუნქცია ერთი წლის განმავლობაში.
ერთი წლის შემდეგ მის მიერ განხორციელებულ საქმიანობას აფასებს რესურსცენტრში შექმნილი შესაბამის კომისია.
მასწავლებელი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პარალელურად ვალდებულია, გაიაროს მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სპეციალური კურსი.
ორივე კომპონენტის წარმატებით გავლის შემდგომ მიენიჭება მენტორი მასწავლებლის სტატუსი შესაბამისი მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სასწავლო წელს პარალელურად სკოლის მიერ დადებითად შეუფასდება წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი ფუნქციის შესრულებაც.
მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც კომისიის მიერ დადებითად აქვს შეფასებული რაიონის დონეზე 2 წლის განმავლობაში ფუნქციის შესრულება, განთლების სისტემაში ეროვნულ დონეზე შესაბამისი მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობოსას უპირატესობა მიენიჭება, საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
სქემის ახალი მოდელის მიხედვით:
წამყვანი/მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლები/სპეციალური მასწავლებლები ვალდებულნი არიან, მათ მიერ არჩეული მიმართულებით შეასრულონ სკოლის/რესურსცენტრის საჭიროების შესაბამისი კონკრეტული ფუნქცია.
მასწავლებელი სწავლა-სწავლების მიმართულებით ფუნქციას შეასრულებს იმ საგანში, რომელშიც დადასტურებული აქვს კომპეტენცია და/ან მინიჭებული აქვს სტატუსი.
მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს, შეიცვალოს კარიერული წინსვლის მიმართულება, თუმცა ამ შემთხვევაში კარიერულ წინსვლას იწყებს ამ მიმართულებაში მისთვის სქემით განსაზღვრული საწყისი დონიდან.
კარიერული წინსვლის პროცესი
სკოლის/რაიონის დონეზე წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის/სპეციალური მასწავლებლებისთვის ფუნქციების განაწილების შემდეგ, დამატებით შესრულებული ფუნქციების არსებობის შემთხვევაში, კარიერული წინსვლის მსურველ სხვა მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს უფლება აქვთ, განაცხადი გააკეთონ კარიერულ წინსვლაზე მათთვის შესაბამის დონეზე, სასურველი მიმართულებით.
როგორც სქემის ახალი მოდელის დახურულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოფილი იქნება ყველა სკოლის/რესურსცენტრის მხარდაჭერა საჭიროებების იდენტიფიცირების, სკოლისა და რაიონის დონეზე ფუნქციების შესრულების პროცესებისა და საქმიანობის შეფასების მიმართულებით.
„სკოლებს/რესურსცენტრებს მიეწოდებათ შესაბამისი გზამკვლევები და დამხმარე რესურსები გამჭვირვალე, სანდო და ობიექტური პროცესების უზრუნველსაყოფად“, – ამტკიცებენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
ასევე იხილეთ:
მასწავლებელი მისი საქმიანობის შედეგებით შეფასდება – სქემის ახალი მოდელის დათქმა
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება