რომელ პროფესიულ სასწავლებელს ჰყავს ყველაზე მეტი სტუდენტი და რომელს არც ერთი
განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 1 მილიარდ 25 მილიონიანი ბიუჯეტიდან, პროფესიული განათლებისთვის 25 850 000 ლარია გამოყოფილი. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, მაშინ როცა ამხელა თანხები იხარჯება პროფესიულ განათლებაზე, ჰყავთ თუ არა სასწავლებლებს შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები.
ჩვენ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან გამოვითხოვეთ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. რომელ პროფესიულ სასწავლებელში რამდენი სტუდენტი სწავლობს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს არცერთი სტუდენტი არ ჰყავს.
ჩვენ დავაჯგუფეთ ინფორმაცია და გთავაზობთ ყველაზე მაღალ და დაბალკონტინგენტიან პროფესიული განათლების პროგრამების მქონე დაწესებულებებს.
ათეული, სადაც 500-ზე მეტი სტუდნეტი სწავლობს.
1.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 996;
2.საზოგადოებრივი კოლეჯი ”ახალი ტალღა”- 978;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 846;
- პროფესიული კოლეჯი იკაროსი – 699;
- საზოგადოებრივი კოლეჯი ”აისი” – 664;
- საზოგადოებრივი კოლეჯი ”იბერია”-622;
- საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა” -602 (კერძო).
- საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“-577;
- საზოგადოებრივი კოლეჯი ”მერმისი” – 555;
10.საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი-523.
განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მისმა სსიპმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ მოგვაწოდა, გაირკვა, რომ არსებობენ პროფესიული სასწავლებლები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, სადაცა არცერთი სტუდენტი არ სწავლობს, მაგრამ მაინც არსებობს.
ეს სასწავლებლებია:
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შპს-დამოუკიდებელი გიმნაზია “შავნაბადა” (კერძო) – 0 სტუდნეტი.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შპს-წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი (კერძო) -0;
- საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი (კერძო) -0;
- ა(ა)იპ – წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი (კერძო) -0;
- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 0;
- ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი -0;
- შპს – უმაღლესი სასწავლებელი “საგანძური” (კერძო) -0;
- შპს – ე.პატონის სახელობის შედუღებისა და მონათესავე ტექნოლოგიების საქართველოსა და უკრაინის საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “ინტერველდი” (კერძო) -0;
- დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი (კერძო) -0;
- ფერმერთა სკოლა (კერძო) -0;
- შპს – ბუღალტერთა მომზადების ცენტრი (კერძო) -0;
- შპს გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი (კერძო) -0;
რაც შეეხება ყველაზე მცირეკონტიგენტიან სასწავლებლებს, 10-ზე ნაკლები რაოდენობის სტუდენტი სწავლობს მხოლოდ კერძოსასწავლებელ, შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, 2 სტუდენტი.
როგორც ცნობილია, უმაღლეს სასწავლებლებსაც აქვთ პროფესიული პროგრამები. EDU.ARIS.GE გთავაზობთ ასევე ინფორმაციას, რომელ უმაღლეს სასწავლებელში, პროფესიულ პროგრამაზე რამდენი სტუდენტი სწავლობს. ზოგადად, პროფესიულ სასწავლებლებს შორის ყველაზე მეტი, 996 სტუდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამებზეა. რასაც ვერ ვიტყვით სხვა უნივერსიტეტებზე.
გთავაზობთ მონაცემებს, თუ რამდენი სტუდნეტი სწავლობს უმაღლესი სასწავლებლების პროფესიულ პროგრამებზე:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 450 სტუდენტი; 2. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 349;
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 295;
- ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (კერძო) -227;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 218;
- თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 196;
- სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია – 191;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი -112;
- ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი (კერძო) – 90;
- შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (კერძო) – 78;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 36;
- თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 25;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 21.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 996;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 846;
პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ
პროფესიული სერტიფიკატი პროფესიული დიპლომის ალტერნატივად – განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა
რატომ ვერ გახდა მიმზიდველი პროფესიული განათლება?
პროფსასწავლებელი – „ცუდი“ მოსწავლეების თავშესაფარი თუ გარანტირებული კარიერის საწყისი?
ცისანა არის© შერგილაშვილი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება