საჯარო სკოლები სააღდგომოდ 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით დაისვენებენ
საქართველოს საჯარო სკოლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ექვსი დღის განმავლობაში დაისვენებენ.
როგორც EDU.ARIS.GE– ის საქართველოს გნათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, საჯარო სკოლის მოსწავლეები ხუთშაბათს, 28 აპრილს სკოლაში უკვე აღარ გამოცხადდებიან. ისინი 3 მაისის ჩათვლით დაისვენებენ და სასწავლო პროცესს ოთხშაბათს, 4 მაისს დაუბრუნდებიან.
რაც შეეხება საბავშვო ბაგა–ბაღებს, როგორც დედაქალაქის მერიაში განგვიცხადეს, სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ 29 აპრილს და 2 მაისს არ იწარმოებს.
რაც შეეხება კერძო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, დასვენების დღეებს ისინი ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.
სამინისტრო: მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება
საინტერესო ინფორმაცია საჯარო და კერძო სკოლების შესახებ მშობლებისთვის და არამხოლოდ
- დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება? by განათლებული ბლოგი
- „ეს არის სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი დაკვეთა“ – რა წერია ზგემის საბოლოო დოკუმენტში by ARIS.GE-განათლება
- როგორ და რა პრინციპით შემოწმდება აჭარაში განათლების სამინისტროზე დაქვემდებარებული უწყებები – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება