GE

საუკეთესო მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს სახით 10 000 ლარს ოქტომბერში მიიღებს

განათლების სამინისტრო, მასწავლებლის სახლი და კოალიცია “განათლება ყველასათვის” დღეს ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ოფიცილურად დაწესდება.

საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი მაისის ბოლოს გამოცხადდება და გამარჯვებული პრიზის სახით 10 ათას ლარს მიიღებს.

ამის შესახებ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე მასწავლებლის სახლის დირექტორმა გოორგი მაჩაბელმა და კოალიცია “განათლება ყველასთვის” თავმჯდომარე  ირინა ხანთაძემ ისაუბრეს.

„წლის საუკეთესო პედაგოგის გამოვლენის ინიციატივას უერთდებიან სხვადასხვა ფონდები. ჩვენი სურვილიც ეს იყო, რომ ეს პრიზი არ დაეფინანსებინა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ საზოგადოებას და კერძო სექტორს. უკვე არსებული ფონდის მონაცემების თანახმად, შემიძლია გითხრათ, რომ გამარჯვებული მასწავლებელი პრიზის სახით მიიღებს 10 ათას ლარს“, – განაცხადა ირინა ხანთაძემ.

საუკეთესო პედაგოგის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს გაიმართება და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. გამარჯვებული პედაგოგი ავტომატურად მსოფლიო პედაგოგთა კონკურსის მონაწილე გახდება.

საქართველოში მასწავლებლებისთვის ეროვნული ჯილდო დაწესდება

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური