სკოლის დირექტორთა კონკურსის მონაწილეების მსვლელობა დღეს პრეზიდენტის სასახლესთან, აქციით დასრულდება
დღეს,12 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან მსვლელობა მოწოდებით: „ნურაფრის შეგეშინდება მასწავლებელო, იბრძოლე მოსწავლისთვის!“ გაიმართება და ის პრეზიდენტის სასახლესთან, აქციით დასრულდება.
მსვლელობის ორგანიზატორები მასწავლებლები, სკოლის დირექტორთა კონკურსის ე.წ. დაბლოკილი კანდიდატები, მაია ეკალაძე და დავით ფერაძე არიან, რომლებიც არაერთი დღეა (4 დეკემბრიდან), ღამეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ათევენ, გიორგი ამილახვარის უწყების მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგებს აპროტესტებენ და მათ გამოსწორებას მოითხოვენ.
მასწავლებლების მსვლელობა დღეს სკოლებში საგაკვეთილო საათების მიმდინარეობისას გაიმართება და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მოიცავს თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე სკოლებს (53-ე; 51; 47-ე სკოლები). ბოლოს კი, 15:00 საათზე, აქცია საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართება, სადაც მონაწილეები მოუწოდებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაეცნოს მათ მოთხოვნებს და “მხარი დაუჭიროს სკოლას, მოსწავლესა და მასწავლებელს”.
დირექტორთა კონკურსის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთა შეხვედრის მოთხოვნით მათ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში 11 დეკემბერს შეიტანეს და პასუხს ელიან. “დაგვპირდნენ, რომ ათი დღის განმავლობაში წერილობით პასუხს მივიღებთ”, – უთხრა დღეს EDU.ARIS.GE-ს დავით ფერაძემ.
განახლება:
განათლებისმინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გვიან საღამომდე განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.
ამავე თემაზე:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება