GE

თსუ-დან ბოლო ექვს სემესტრში 1 869 სტუდენტი გაირიცხა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2014 –15, 2015-16  და 2016-17 სასწავლო წლებში, (ანუ ბოლო 6 სემესტრში) ერთსა და იმავე საგანში სამი ცდის მიუხედავად კრედიტების ვერ მიღების გამო, სტუდენტის სტატუსი საერთო ჯამში 1869 საგანჩარჩენილ სტუდენტს შეუწყვიტა.

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში სტუდენტის სტატუსი ერთსა და იმავე საგანში ჩაჭრის გამო 668 სტუდენტს შეუწყდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე ხშირად სტუდენტის სტატუსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს უწყდებათ. სამ წელიწადში მათმა რაოდენობამ 815 შეადგინა.

ფაკულტეტების მიხედვით მათი რაოდენობა მხოლოდ 2014-2015 სასწავლო წელს, ორივე, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში ფაკულტეტების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 47 სტუდენტი
  • ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 98 სტუდენტი
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 32 სტუდენტი
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 334 სტუდენტი
  • იურიდიული ფაკულტეტი – 95 სტუდენტი
  • მედიცინის ფაკულტეტი – 52 სტუდენტი
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 10 სტუდენტი.

2015-2016 სასწავლო წელს  სტუდენტის სტატუსი 7-ივე ფაკულტეტზე 621 სტუდენტს შეუწყდა.

ფაკულტეტების მიხედვით სტატუსშეწყვეტილ სტუდენტთა რაოდენობა 2015-2016 სასწავლო წელს, ორივე შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ფაკულტეტების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 73 სტუდენტი
  • ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 109 სტუდენტი
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 34 სტუდენტი
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 253 სტუდენტი
  • იურიდიული ფაკულტეტი – 120 სტუდენტი
  • მედიცინის ფაკულტეტი – 20 სტუდენტი
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 12 სტუდენტი.

2016-2017 სასწავლო წელს კი სტატუსი ჯამში 580 სტუდენტს შეუწყდა.

ფაკულტეტების მიხედვით მათი რაოდენობა 2016-2017 სასწავლო წელს, ორივე შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ფაკულტეტების მიხედვით გამოიყურება:

  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 63 სტუდენტი
  • ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 88 სტუდენტი
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 28 სტუდენტი
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 228 სტუდენტი
  • იურიდიული ფაკულტეტი – 108 სტუდენტი
  • მედიცინის ფაკულტეტი – 49 სტუდენტი
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 16 სტუდენტი.

როგორც EDU.ARIS.GE-ს თსუ-ში განუცხადეს, სტატუსშეწყვეტილ სტუდენტებს სწავლის გაგრძელების უფლება მობილობის შემთხვევაში სხვა უნივერსიტეტში აქვთ. ერთი სემესტრის გავლის შემდეგ კი მათ შეუძლიათ კვლავ თსუ-ში დაბრუნდნენ, ოღონდ სხვა ფაკულტეტზე.

იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ იმავე ფაკულტეტზე თსუ-ში სწავლის გაგრძელება, მაშინ სტატუსშეწყვეტილ სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების განმეორებით ჩაბარება მოუწევთ. ასეთ შემთხვევაში მათ სტატუსის შეწყვეტამდე განვლილი კრედიტები აუნაზღაურდებათ.

რამდენი წელი სწავლობენ უნივერსიტეტებში საგანჩარჩენილი სტუდენტები და რატომ?

თსუ ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა – Times Higher Education-ის მონაცემები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური