GE

უნივერსიტეტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურები განახლდა – თანხები და ახალი წესი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში, რომლის თანახმადაც განახლდა აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურები და ასევე გამოქვეყნდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების ახალი წესი და პირობები.

საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების პირობების განსაზღვრა ხდება სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული ფართო, ვიწრო ან/და დეტალური სფეროების მიხედვით შემდეგი სახით:

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები (ცხრილი)

საგანმანათლებლო პროგრამების საფასურები

საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 6 239 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 759 ლარს; ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 8 904 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 672 ლარს; სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 13 162 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 16 027 ლარს; ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 16 319 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 19 252 ლარს; ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 18 106 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 21 502 ლარს; ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 19 973 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 23 537 ლარს; შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 25 006 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 30 619 ლარს; რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 28 095 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 34 722 ლარს.

რაც შეეხება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობას, ის შეადგენს:

ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 5 573 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 093 ლარს; ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 8 415 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 183 ლარს; სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 12 162 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 15 027 ლარს; ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 13 986 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 16 919 ლარს; ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 16 773 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 20 168 ლარს; ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 18 528 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 22 093 ლარს; შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 23 339 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 28 953 ლარს; რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 26 317 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 32 944 ლარს.

ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 5 573 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 093 ლარს.

საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემთხვევაში 1 627 ლარს.

მასწავლებლის მომზადების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 1 655 ლარს.

3 ივნისს გამოქვეყნებული განათლების მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.

ცნობისთვის, კლასტერული აკრედიტაცია ნიშნავს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ, ცალკეული პროგრამების ნაცვლად, სააკრედიტაციოდ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფებული სახით წარადგინონ.

განათლების სამინისტრომ კლასტერული აკრედიტაციის პროცესი 2022 წელს დაიწყო.

ასევე იხილეთ:

სტუდენტის სტატუსის შეჩერება განსხვავებული პრინციპით – ვის შეეხება ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური