საბაზო განათლება ისევ 9-წლიანი ხდება – განათლების მინისტრმა სასკოლო საფეხურები წარმოადგინა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, რომელიც დღეს ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას წარადგენს, აცხადებს, რომ სასკოლო საფეხურები შეიცვლება.
კერძოდ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთი წლის წინ მიღებული კანონი, სავალდებულო სასკოლო განათლების ცხრიდან ათწლიანამდე გაზრდის შესახებ, ისევ უნდა შეიცვალოს.
“სასკოლო საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: დაწყებითი იქნება I-VI კლასი, საბაზო იქნება VII-IX და საშუალო საფეხური იქნება X – XI კლასები. განათლების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ თქრთმეტწლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს”, – თქვა პრეზენტაციის მიმდინარეობისას გივი მიქანაძემ.
ყოველი წლის მარტში კი მე-12 კლასის დასრულების მსურველებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდება:
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
“ამასთან, მე-12 კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. მე-12 კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის მორგებას მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, ხოლო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად დაგეგმონ საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი”.
მინისტრი ამტკიცებს, რომ მიუხედავად ამ ცვლილებებისა, პედაგოგები არ დაზარალდებიან ანაზღაურების თვალსაზრისით.
ასევე იხილეთ:
8 გამოწვევა – განათლების მინისტრი ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას წარადგენს (ვიდეო)
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
