GE

„ხელაღებით საუბარი რომ სკოლა არ მუშაობს არაადეკვატურია“ – მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სკოლებზე უარყოფითად საუბრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, დარბაზში რამდენჯერმე გაისმა რომ ,,სკოლა არ მუშაობს”, რეალურად კი ეს ასე არაა.

„დარბაზში რამდენჯერმე გაისმა რომ სკოლა არ მუშაობს და სკოლა არის ჩავარდნილი. ბევრი წარმატებული სკოლა არსებობს. შეიძლება არსებობდეს ამ მიმართულებით გარკვეული გასაუმჯობესებელი, მაგრამ ესე ხელაღებით საუბარი რომ სკოლა არ მუშაობს, გარწმუნებთ რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს. ამიტომ თხოვნა იქნებოდა, რომ არ მივაყენოთ შეურაცხყოფა თითეულ მასწავლებელს ან თითოეულ ადამიანს, რომლებიც თუნდაც იმ ანაზღაურების პირობებში მუშაობს პატიოსნად და გაცილებით მეტ ენერგიას დებს ამ შრომაში. მზად ვარ, თქვენთან ერთად წავიდე რამდენიმე სკოლაში და ჩვეთვითონაც დავრწუნდეთ ამაში, მაგრამ თავისთავად არც იმის გამორიცხვა არ შეიძლება რომ არსებობს ბევრი პრობლემები, რომლებიც გამოსასწორებელია. უბრლაოდ მთლიანად ამ სფეროზე ასე საუბარი რომ სკოლა არ მუშაობს, უბრალოდ არაადეკვატური განცხადებაა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამავე თემაზე:

ციფრული სკოლის კონცეფცია – რას გულისხმობს განათლების მომავალი მინისტრის ახალი ინიციატივა

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა აუცილებლად მოხდება“ – განათლების მომავალი მინისტრი

„სკოლამდელ განათლებაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩართვა და აღსაზრდელთა ზოგადი უნარების ამაღლება მოხდება“

სკოლების სახელმძღვანელოებზე მუშაობა გაგრძელდება და მსოფლიოში აღიარებული ლიტერატურით გამდიდრდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური