GE
საბანკო საქმის მენეჯმენტი
ღირებულება: 290 ლარი

ტრენინგ პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომელნიც დაინტერესებულნი არიან საბანკო საქმის შესწავლით და სურთ დასაქმდნენ ამ სექტორში. ასევე მათთვის, ვინც უკვე მუშაობს საბანკო სფეროში, სურს ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლება. 

საბანკო საქმის მენეჯმენტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • კომერციული ბანკის არსი და მისი საქმიანობის ეკონომიკური საფუძვლები;
  • კრედიტის ეკონომიკური არსი, ფუნქციები, ფორმები და სახეობები;
  • საკრედიტო მექანიზმი საბაზრო ეკონომიკის პირობებში;
  • საბანკო მოგება და მისი ანალიზი;
  •  საბანკო მარკეტინგი და მენეჯმენტი;
  • კომერციული ბანკის ლიკვიდობა და მისი გადახდისუნარიანობის შეფასების მექანიზმი;
  • უნაღდო ანგარიშსწორების მექანიზმი;
  • კომერციული ბანკის საკრედიტო პოტენციალი;
  • მსესხებლის კრედიტუნარიანობა და მისი განსაზღვრის მეთოდიკა;
  • კომერციული ბანკის ფასიანი ქაღალდები და სალიზინგო ოპერაციები;
  • სავალუტი ბაზარი და კომერციული ბანკების სავალუტო ოპერაციები;
  • კომერციული ბანკის ეკონომიკური რისკის შეფასება;
  • კომერციული ბანკის ბალანსის ანალიზი და საბანკო აუდიტი.

პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, სემინარებზე, ტესტებზე, ქეისებსა და პრეზენტაციებზე. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო სასწავლო მასალებით.

ტრენინგების დასასრულს მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი.

ტრენინგს წარუძღვება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნელი ლომიძე.
ხანგრძლივობა: 36 აკადემიური საათი.
ტრენინგი ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა  და შაბათს (15:00-17:30).

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები