საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ”ევროპა და თავისუფლება”
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა “ევროპა და თავისუფლება“ აწყობს საზაფხულო სასწავლო პროგრამას, რომელიც მიეძღვნება ეკონომისტების, ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების მიერ ეკონომიკური თავისუფლების ანალიზს.
საზაფხულო სკოლაში თავს მოიყრიან როგორც ქართველი მონაწილეები, ასევე მონაწილეები აღმოსავლეთ ევროპიდან.
საზაფხულო სკოლაში თავს მოიყრიან როგორც ქართველი მონაწილეები, ასევე მონაწილეები აღმოსავლეთ ევროპიდან.
საზაფხულო სკოლა უმასპინძლებს შემდეგ პროფესორებს:
- ბუდევინ ბუკარტი (სამართალმცოდნე);
- კოლინ გენლი (ეკონომისტი, ისტორიკოსი);
- პიერ გარელო (ეკონომისტი);
- ჯეიმს ტეილორი (ფილოსოფოსი);
- პაატა შეშელიძე (ეკონომისტი);
- გია ჯანდიერი (ეკონომისტი).
საზაფხულო სკოლის მონაწილეები ჩარიცხვისთანავე მიიღებენ პროფესორების მიერ მომზადებულ საკითხავ მასალას. ლექციაზე პროფესორები საფუძვლიანად განიხილავენ პროგრამით გათვალისწინებულ თემატიკას. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ სალექციო პროცესში, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, გამართონ დისკუსია.
დაფინანსება: მონაწილეები ფინანსდებიან ეკონომიკურ მეცნიერებათა ევროპული ინსტიტუტის, კატონას ინსტიტუტის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ცოდნის ფონდის მიერ.
ცოდნის ფონდის სტიპენდიის მოსაპოვებლად სწავლის მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:
- ავტობიოგრაფია (CV);
- მოტივაციის წერილი (მაქს. 750 სიტყვის ოდენობით).
აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: issbazaleti@freeuni.edu.ge
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 27 ივნისი.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი ბაკურიანი
- სწავლების ენა ინგლისური
- სწავლის ფორმა დღის