GE
მედიისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 2000 ევრო

ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს ჟურნალისტების, მედიამენეჯერების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სპეციალისტების მომზადებას. სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ლექცია-სემინარებს, ასევე პრაქტიკულ ლაბორატორიულ მეცადინეობებს. სწავლის პერიოდში სტუდენტები მუშაობენ რეალური საინფორმაციო სამსახურისა და პრესსამსახურის რეჟიმში, ამზადებენ სტატიებს, ფოტორეპორტაჟებს, ტელე- და რადიოსიუჟეტებს. სტუდენტები ეცნობიან კომუნიკაციის თეორიებს, ამუშავებენ და წარმოადგენენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებს.

პროგრამა იყოფა სპეციალიზაციის მიხედვით - ჟურნალისტიკა/მედიამენეჯმენტი და კომუნიკაციის მენეჯმენტი.

სასწავლო პროგრამა, ძირითადი და არჩევითი კურსები:

  • MEDIA 505 ჟურნალისტიკის პრინციპები;
  • MEDIA 501-502, MEDIA 601-602 ჟურნალისტური ოსტატობა I, II, III;
  • MEDIA 515, MEDIA 517 პროფესიული სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკა;
  • MEDIA 905 ფოტოჟურნალისტიკა;
  • MEDIA 970 ტელეჟურნალისტიკა;
  • MEDIA 920 რადიოჟურნალისტიკა;
  • MEDIA 520 დიზაინი და პუბლიკაცია;
  • MEDIA 790 საგამომძიებლო ჟურნალისტიკა;
  • MEDIA 990 დოკუმენტური ფილმი;
  • MEDIA 930, MEDIA 931 საჟურნალე სტატია;
  • MEDIA 937 სარედაქციო სტატია;
  • MEDIA 790, MEDIA 730, MEDIA 750, MEDIA 725, MEDIA 745, MEDIA 710 ბიზნესის, ჯანდაცვის, პოლიტიკის, არჩევნების, კონფლიქტების, კულტურის გაშუქება;
  • MEDIA 806 მედიამრავალფეროვნება;
  • MGT 517 მედიამენეჯმენტის საფუძვლები;
  • MGT 561 მარკეტინგისა და რეკლამის საფუძვლები;
  • MGT 517 პროექტის მენეჯმენტი;
  • MGT 803 პროდიუსირება და პროგრამირება;
  • MEDIA 793 მედიასამართალი;
  • MEDIA 810 მედია, კომუნიკაცია და თანამედროვეობა;
  • MEDIA 825 პოლიტიკა და კომუნიკაცია;
  • MEDIA 855 საზოგადოებასთან ურთიერთობის პრინციპები;
  • MEDIA 850 პრესსამსახურის მართვა და მედიასტრატეგია;
  • RES 502 კვლევის მეთოდები;
  • MEDIA 860 საზოგადოებრივი აზრის ფორმირება;
  • MEDIA 785 ღონისძიების და კამპანიის ორგანიზება;
  • MEDIA 849 საჯარო გამოსვლის სტრატეგია;
  • PSC 551დემოკრატიის პრინციპები;
  • ECON 515 ეკონომიკის საფუძვლები;
  • IR 505 საერთაშორისო ურთიერთობათა საფუძვლები;
  • ENG 535 ინგლისური ენა და წერის ტექნიკა;
  • GEO 505 ქართული ენის გაძლიერებული კურსი;
  • IT 502 კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.

სადიპლომო პროექტის მომზადება აუცილებელი პირობაა სამაგისტრო ხარისხის მისაღებად.

საჭიროებისამებრ, სტუდენტებისთვის განსაზღვრულია ფინანსური დახმარება და სტიპენდიები.

მოთხოვნები

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში;
  • ინგლისური ენის მინიმალური ცოდნა,  რაც გასაუბრების დროს შემოწმდება.

მისაღები პროცედურები

  • დოკუმენტების შემოწმება;
  • წერითი გამოცდა;
  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული ანკეტა;
  • უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
  • ნიშნების ფურცელი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან;
  • პირადობის მოწმობის ასლი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი, 2008
მისაღების გამოცდები ჩატარდება 2008 წლის ივნისში.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები