GE

BBC: როგორი უნდა იყოს გამოცდის წინა დღის რუტინა – ექიმი ალექს ჯორჯის რეცეპტი

ექიმი ალექს ჯორჯი BBC-ის სატელევიზიო გადაცემის სახე, გაერთიანებული სამეფოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ელჩი და წარმატებული ფსიქოთერაპევტია. საგამოცდო სეზონის მოახლოებასთან ერთად, მან გამოცდის წინა დღის რუტინაზე BBC-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და გამოსაცდელებს საკუთარი 10 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა, რომლის დაცვაც საგამოცდო შედეგებზეც საუკეთესოდ ზემოქმედებს.

ალექს ჯორჯი ამბობს, რომ ამ რეცეპტს თავადაც აქტიურად იყენებს, რადგან ბრიტანეთში ექიმებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად უამრავი გამოცდის ჩაბარება უწევთ.

1. გამოცდის წინა დღით იღვიძებთ არაუმეტეს დილის 08:00 საათისა მოწესრიგდით, მიირთვით შვრია ხილით და გადით გარეთ სავარჯიშოდ. ივარჯიშეთ დაახლოებით 15-20 წუთი და დაბრუნდით სახლში დასასვენებლად.

2. არ დაგეგმოთ მეცადინეობა და გაკვეთილები, რადგან თქვენს დაღლილ გონებას დასვენება და განახლება სჭირდება.

„გამოცდის წინა ღამეს აბიტურიენტმა უნდა დაიძინოს არაუგვიანეს 11 საათისა“ – ოჯახის ექიმის მითითება აბიტურიენტებს წარმატებისთვის

3. თავი შეიკავეთ დიდი რაოდენობით წყლის დალევისგან, რომ გამოცდის დღეს შეფერხება და დისკომფორტი არ შეგექმნათ.

4. გადახედეთ სასწავლო შენიშვნებს, თუ ნაწილ-ნაწილ ითვისებდით მასალას ეს საუკეთესოა მეხსიერების განახლებისთვის. არ მოემზადოთ, უბრალოდ გონებით გაიხსენეთ საგამოცდო თემატიკა.

5. არ გამოტოვო სადილი საუზმე და ვახშამი. მიირთვით მხოლოდ ჯანსაღად, ცხიმებით, ცილებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებული საკვები. არ მიიღოთ ალკოჰოლი, კოფეინი, სხვადასხვს სახის ნარკოტიკი და მედიკამენტები, რომელიც ძილიანობას გამოიწვევს.

6. ისაუბრეთ პოზიტიურ ადამიანებთან, მათთან ვისაც ეჭვი არ ეპარება თქვენს შესაძლებლობებში და დადებით განწყობას შეგიქმნით.

7. იფიქრეთ, რა მოხდება თუ გამოცდას საუკეთესოდ შეასრულებთ. თვითმოტივაციისთვის ეს საუკეთესო საშუალებაა.

რატომ არის საგამოცდო ღელვა კარგი? – ფსიქოთერაპევტი აბიტურიენტებს დამშვიდების ტექნიკებს ასწავლის

8. საღამოს გაისეირნეთ ფეხით, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში და მიიღებთ საჭირო ენერგიას.

9. დაისვენეთ სრულყოფილად. დასვენების სხვადასხვა ალტერნატივა არსებობს, ზოგისთვის ეს მუსიკის მოსმენაა, ზოგისთვის უბრალოდ ძილი, ამას თავად წყვეტთ.

10. მოემზადეთ დილისთვის. წინასწარ შეამზადეთ ნივთები, რომელიც გამოცდისთვის დაგჭირდებათ. ტანსაცმელი რომლის ჩაცმასაც გამოცდის დღეს გეგმავთ, დილის საუზმე და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ დააყენოთ მაღვიძარა, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ეს არ გჭირდებათ, ამით თავს დაიცავთ დაგვიანების საფრთხისგან და უფრო მშვიდად იქნებით.

ასევე იხილეთ:

„ცხოვრების ეს ეტაპი აუცილებლად გამარჯვებით უნდა დავასრულოთ!“ – აბიტურიენტების წინასაგამოცდო განწყობები

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური