GE

დისტანციური გაკვეთილები სკოლებში – ვინ ისარგებლებს დაგეგმილი სიახლით

განათლების და მეცნიერების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში დისტანციური სწავლების შემოტანა დააანონსა. მინისტრის აღნიშნა, რომ მსგავსი გაკვეთილები უკვე მიმდინარეობს ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან და ინტენრეტიზაციის პარალელურად ქართულ სკოლებშიც მალე დაინერგება.

„დისტანციური გაკვეთილებით უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი თანამემამულეების ბავშვები საზღვარგარეთ ნელ-ნელა ჩავრთოთ ჩვენს სივრცეში, რომ არ დაავიწყდეთ ქართული ენა. ეს არის იქაური ოჯახების მხარდაჭერა. ტექნოლოგიები ჩვენი შემდგომი წლების პრიორიტეტია. ვაპირებთ და ჩვენი დიდი სურვილია, რომ 2017 წელს ასობით და ათასობით ქართველი ბავშვი ჩაერთოს ამ პროცესში. რაც მთავარია, დისტანციურ გაკვეთილს ვერ დააძალებ, თუ ბავშვს ჩართვის სურვილი არ ექნა. ნიშანს და არას ვერ დაუწერ. ძალიან საინტერესოა, რომ ყოველი გაკვეთილის მერე ეკითხებიან ამ ბავშვებს, გინდა თუ არა კიდევ რომ შევხვდეთ და ეს ბავშვები გამოხატავენ სურვილს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მასობრივ სახეს მიიღებ.

მინდა გითხრათ, ტექნოლოგიები არის ძალიან უბრალო და ძალიან კარგად მუშაობს. სკაიპში სლაიდებს აჩვენებენ, მულტფილმებს და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამის შემდგომ განვითარებას. დისტანციური და ელექტრონული სწავლება ამჟამად დაწყებულია დიასპორის ტერიტორიაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა წერტილში, უმაღლესი ხარისხის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფაშიც გამოგვადგება“.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დისტანციური გაკვეთილები ყველაზე მეტად მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან ასეთ რეგიონებში  სხვადასხვა საგნის სპეციალისტის მოძიება ძალიან ჭირს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს მაღალმთიანი სოფლები, სადაც ხშირად რომელიმე მიმართულების მასწავლებელის პოვნა და სკოლაში მოყვანა არის ძალიან რთული.  მასწავლებლის საშუალო ასაკი მაღალმთიან სოფლებში ბევრგან საკმოდ მაღალია. ელექტრონული სწავლება საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი მოშორებული სკოლის მოსწავლეებსაც მივცეთ შესაძლებლობა, საუკეთესო მასწავლებლების გაკვეთილები მოისმინონ და მათ სასწავლო პროცესში ჩაერთონ.

ამასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია, ოთხ პუნქტიანი სივრცითი მოწყობის კოპონენტში და ინტერნეტიზაციის პარალელურად გვინდა, რომ ელექტრონული სასწავლო რესურსები, საიტები, კომპიუტერული თამაშები და ელექტრონული წიგნები, ინტერაქტიული სწავლების მექანიზმები მაქსიმალურად განვავითაროთ და ის ინტერნეტი, რომელსაც ჩვენ მივიყვანთ დამატებით 2000 სოფელში და ის კომპიუტერები, რომლესაც მოსწავლეები მიიღებენ, როგორც საჩუქარს ყოველწლიურად, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. არამარტო მოსწავლეების, არამედ მთელი ოჯახის მიერ“, – განაცხადა  განათლების და მეცნიერების მინისტრმა.

მოსწავლეები ელექტრონული წიგნებით და მსუბუქი ჩანთებით უკვე 2017 წლიდან ისარგებლებენ

მინისტრი – შევეცდებით, რომ მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ

აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან

სასკოლო ექსკურსიებისა და თავისუფალი წრეების კუთხით ცვლილებები განხორციელდება

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური