ელექტრონული ჟურნალი განახლდება – რა ცვლილებები სურთ პედაგოგებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) სკოლის ელექტრონულ ჟურნალს – “ონლაინ სკოლა” განაახლებს. მუშაობა უკვე დაწყებულია და მართვის სისტემა მასწავლებლების – ელექტრონულ ჟურნალზე მომუშავე მთავარი სკოლისგან არაერთ მოთხოვნასა და სურვილს იღებს, თუ რა ფუნქცია უნდა დაემატოს ან აისახოს ელ. ჟურნალის მთავარ გვერდზე.
მაწავლებლებს ელ.ჟურნალში ყოველდღიური მუშაობის გამარტივებისთვის ასეთი მოთხოვნები აქვთ:
– “თხოვნა მექნება, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, როდესაც შევდივართ ჟურნალში ერთი და იმავე მოწყობილობიდან, ტელეფონი იქნება ეს თუ კომპიუტერი, ამ მოწყობილობამ შეძლოს დაიმახსოვროს აიდი და პაროლი, რათა ყოველ ჯერზე აღარ დაგვჭირდეს მისი თავიდან შეყვანა. ფეის აიდი მაინც გაგვიაქტიურეთ ტელეფონებზე. ინტერნეტბანკებშია ეს შესაძლებელი და ჟურნალი რა გახდა?! მადლობელი დაგრჩებით”.
– “როგორც ადრე იყო, წლიური ნიშნების რაოდენობის დიაგრამა, მთავარ გვერდზე გვჭირდება ნამდვილად”.
– “შეუფასებელი შემაჯამებლის გამო ადრე მობილობა შეზღუდული იყო. დააბრუნეთ ეგ ფუნქცია, დავიღალეთ სხვადასხვა სკოლებში რეკვით”.
– “1.შემაჯამებლის შეცვლა არ შეეძლოს მასწავლებელს მოთხოვნის გარეშე. 2.თითოეულ მოსწავლეზე სემესტრის მანძილზე მიღებული ნიშნები ერთად გამოჩნდეს”.
– “შესაფასებელი შემაჯამებლები მთავარ გვერდზე უფრო კომფორტულია!”.
– “იქნებ მობილურით შესვლისას პაროლის დამახსოვრების ფუნქცია გაგვიაქტიუროთ”.
– “ნებისმიერი რამის, რაც ჩაინიშნება და მერე შეიძლება დაავიწყდეს, მისი შეხსენების ფუნქცია”.
– ” ვისურვებდი, მოსწავლის ბარათში შესვლისას პირდაპირ ჩანდეს მისი მიმდინარე შეფასებები და სათითაოდ ჩამოშლა არ იყოს საჭირო”.
– “როდესაც შევდივართ მთლიანი კლასის გვერდზე, იქ იყოს საშუალება, რომ ერთი მოსწავლის ყველა ნიშანი ვნახოთ, როგორც ეს ჩანდა ძველ, მატერიალურ ჟურნალში”.
– “შესაფასებელი შემაჯამებელი იდოს მთავარ გვერდზე”.
– “1.ერთი თვის შესაფასებელი ერთ გვერდზე განთავსდეს (ასე გაგვიადვილდება შეფასების მონიტორინგი) 2. მოსწავლის შეფასებისას მშობელს მიუვიდეს შეტყობინება”.
– “ყველა საგანზე სათითაოდ შევდიოდი და ისე ვეძებდი ექსტერნის გამოცდა უწევდა თუ არა მოსწავლეს. კარგი იქნება, საგანზე მიჩვენებდეს გარედან, რომ იმ საგანში ვიღაცას ექსტერნის აქვს. როგორც საგნის მასწავლებელთან ჩანს, ისევე რომ ჩანდეს დამრიგებელთანაც”.
– “შემაჯამებელი ნიშნის შეტანის ვადები დაამატეთ და გაამკაცრეთ! მშობლები კვირაობით ველოდებით ნიშნის შეტანას”.
– “თითოეულ მოსწავლეზე სემესტრის განმავლობაში მიღებული ნიშნები ერთად რომ ჩანდეს (სათითაოდ გახსნის ნაცვლად) და შემაჯამებელი დავალების ნიშანი -განსხვავებული ფერით”.
– “განმავითარებელი შეფასებისთვის მეტი სიტყვის შენახვის შესაძლებლობა”.
– “კარგი იქნება, შემაჯამებლებიც თუ დაემატება ისევ მთავარ გვერდზე. კიდევ მნიშვნელოვანია გაცდენების დამატება თვალსაჩინოდ, ასე უფრო არ გამორჩებათ მასწავლებლებს, რომ დროულად გაფთხილდნენ ექსტერნის გამცდების ჩასანიშნად ან ხარვეზების გამოსასწორებლად. წელს ბევრ სკოლას ჰქონდა გამორჩენა ექსტერნის ჩანიშვნებზე. გვიან აღმოაჩინეს, რომ გაცდენების გამო მოსწავლე იმყოფებოდა წითელში”.
თქვენი სურვილი ან მოთხოვნა როგორია?
ასევე იხილეთ:
ელექტრონული ჟურნალის ახალი ფუნქციონალების გამოყენების ინსტრუქციები
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება