კომპლექსური დავალებების ბანკი საგნებში ხელოვნება და სპორტი
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტებისა და საგნობრივი ექსპერტების მიერ მასწავლებლებისთვის არაერთი სხვადასხვა რესურსები იქმნება.
ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლებისთვის, “ზოგადი განათლების რეფორმის” ფარგლებში არსებულ სხვადასხვა რესურსებს 11 აპრილს დაემატა კომპლექსური დავალებების ბანკი საგნებში ხელოვნება და სპორტი.
ხელოვნება კლასების მიხედვით:
დაწყებითი – კომპლექსური ხელოვნება I-IV კლასები
დაწყებითი – კომპლექსური ხელოვნება V-VI კლასები
საბაზო – კომპლექსური ხელოვნება VII-IX კლასები
სპორტი კლასების მიხედვით:
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განმარტების თანახმად, კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები (საკითხი, ქვეცნება, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი), ცალკეული თემის ფარგლებში, შუალედური მიზნის როლს ასრულებს. კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, მაგალითად: კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. მაგალითად ადასტურებს თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და ა.შ.
ასევე იხილეთ:
-
სქემაში მასწავლებლების გადანაწილება სტატუსების შესაბამისად – 2025 წლის მაჩვენებლები
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესები დამტკიცდა – სკოლისა და მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ აჯამებს მთავრობა ზოგად და უმაღლეს განათლებაში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას – მოხსენება
by ARIS.GE-განათლება