მასწავლებლის სახლში ტრენინგები გრძელდება
ინგლისურის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ლაბორატორიული ნაწილისა და პროფესიული უნარების ტრენინგებში მასწავლებლის სახლში 100-მდე პედაგოგი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადება და მასწავლებლის სახლში მათ საშუალება აქვთ საკუთარი ცოდნა საგამოცდო პროგრამების მიხედვით შედგენილი ტრენინგ-მოდულებით გაიღრმავონ. მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი მასწავლებლებს პირადად გაესაუბრნენ და მათი შეხედულებები გაიზიარეს.
მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად ყველა საგანში, პროფესიულ უნარებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიულ ნაწილში რამდენიმე ასეული მასწავლებელი ემზადება. შენობაში ტრენინგებისთვის 10 აუდიტორიაა გამოყოფილი და თითოეულ მათგანში დღის განმავლობაში ერთმანეთს რამდენიმე ჯგუფი ენაცვლება. გარდა ამისა პედაგოგებს საშუალება აქვთ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდებისთვისაც მოემზადონ და მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან სპეციალური კურსი გაიარონ. ტრენინგები მასწავლებლის სახლში უფასოა და მისი გავლა ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია.
- კითხვები და პასუხები მასწავლებელთა ახალ სახელფასო ფორმულაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- განათლების სამინისტრო სახელფასო ფორმულის განმარტებებს აქვეყნებს – დოკუმენტი by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- განათლების სამინისტროს განმარტება მასწავლებელთა სქემაში განხორციელებულ ცვლილებებზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო